ილია მეორე - უფალმა ინებოს, რომ სრულიად საქართველო, მთელი ქვეყანა გახდეს ღირსი ტაძარში შესვლის
ილია მეორე - უფალმა ინებოს, რომ სრულიად საქართველო, მთელი ქვეყანა გახდეს ღირსი ტაძარში შესვლის
უფალმა ინებოს, რომ სრულიად საქართველო, მთელი ქვეყანა გახდეს ღირსი ტაძარში შესვლის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა მრევლს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღე მიულოცა.

"ქართველი ხალხი ბედნიერია, რომ ღვთისმშობლის წილხვედრია. უფლის განგებით მოხდა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და ამისთვის ჩვენ ვმადლობთ უფალს. ტაძრად მიყვანება კიდევ ერთხელ გვეუბნება თუ რამდენად ძვირფასია ტაძარი ადამიანის ცხოვრებაში. ყოველი ტაძარი არის კარიბჭე სასუფლევლის. ყოველი ადამიანი უნდა შევიდეს ტაძარში, რომ გახდეს ღირსი სასუფევლის. უფალმა ინებოს, რომ სრულიად საქართველო, მთელი ქვეყანა გახდეს ღირსი ტაძარში შესვლის", - განაცხადა პატრიარქმა.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლებს, წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას შვილი ორმოცდაათი წლის განმავლობაში არ ჰყავდათ. წმინდა ანამ უფალს აღუთქვა, თუ წყალობას მოიღებდა, შვილს მასვე შესწირავდა. ქალს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მას ასული - მარიამი ეყოლებოდა, რომლისგანაც ქვეყნიერებას მაცხოვარი მოევლინებოდა. სამი წლის განმავლობაში მარიამი სახლში იზრდებოდა, შემდეგ კი მშობლებმა იგი აღსაზრდელად იერუსალიმში ტაძარში მიიყვანეს.
ბეჭდვა
1კ1