საქართველოს საპატრიარქოს განმარტება მეუფე თეოდორეს "უძრავ ქონებასთან" დაკავშირებით
საქართველოს საპატრიარქოს განმარტება მეუფე თეოდორეს "უძრავ ქონებასთან" დაკავშირებით
ა.წ. 28 ნოემბერს გაზეთ "პრაიმ-ტაიმით" გავრცელდა ირაკლი პაიჭაძის წერილი სათაურით: "მეუფე თეოდორეს მილიონ–ნახევარ დოლარად შეფასებული საცხოვრებელი სახლი ჩამოართვეს", რომელიც ჟურნალისტური სიცრუის ნიმუშს წარმოადგენს.
გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული ბინა რეალურად მეუფის არასოდეს ყოფილა და ამიტომ ვერც ჩამოერთმეოდა. ეს იყო საპატრიარქოსთვის განკუთვნილი შპს MGI-ს 35%-ის შესაბამისი ფართი, რომელიც დროებით გაფორმდა მეუფე თეოდორეზე, როგორც საპატრიარქოს წარმომადგენელზე, ხოლო მშენებარე ობიექტის იპოთეკისა და სხვა ვალდებულებებისაგან განთავისუფლების შემდეგ გადაეცა უშუალოდ საქართველოს საპატრიარქოს.

ეს ბინა პენტჰაუსი არ არის (როგორც მას ავტორი სტატიაში ხშირად აღნიშნავს); იგი ე.წ. თეთრი კარკასის მდგომარეობაშია. მისი მთლიანი ფართი 269 კვ.მ-ია და, რა თქმა უნდა, ღირებულებაც მილიონ-ნახევარზე ბევრად ნაკლებია.

ამ ბინაში კათოლიკოს-პატრიარქი ორი წლის წინ ბრძანდებოდა, ხოლო მეუფე თეოდორე არასდროს ყოფილა. წერილში კი ნახსენებია შენობის დარაჯი, რომელიც თითქოს ადასტურებს აღნიშნულ ფართთან მეუფის კავშირს.
ასე რომ, არანაირ "კორუფციულ გარიგებას" და "ამ გზით ფართის დაუფლების ფაქტს" ადგილი არ ჰქონია. შემოთავაზებული ინტერპრეტაცია კი უხეში ცილისწამებაა.

არასწორი ინფორმაცია წერილში სხვაც ძალიან ბევრია და მათზე აღარ შევჩერდებით, დავძენთ მხოლოდ ერთს: სტატიის ავტორი დასაწყისში ამბობს, რომ ინფორმაცია მიიღო რამდენიმე თვის წინ საპატრიარქოში შექმნილი ჯგუფისაგან, რომელსაც დავალებული აქვს "მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი სასულიერო პირების ქონებრივი დეკლარაციის შესწავლა".
ვაცხადებთ, რომ საპატრიარქოში ასეთი დავალების მქონე არც პიროვნება და არც ჯგუფი არ არსებობს. საინტერესოა, საიდან იღებს ინფორმაციას და ვისთან აქვს კავშირი "პრაიმ-ტაიმის" ჟურნალისტს?!

როგორც განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, არსებობენ ადამიანები, რომელნიც მიზანმიმართულად თხზავენ და ავრცელებენ ცილისმწამებლურ სტატიებს ეკლესიის წიაღში მყოფი ამა თუ იმ პიროვნების "დანაშაულებრივ გარიგებებზე" ეკლესიის ქონებასთან მიმართებაში.
გავიხსენოთ "სნოს" წყლის ამბავი და 15 მილიონად მისი "გაყიდვა", ან ხაშმის ღვინის ქარხნის "სარფიანი გასხვისება" და სხვა…

ჟურნალისტები სარგებლობენ იმით, რომ სასულიერო პირებს არ სჩვევიათ თავის მართლება და მოთმინებით იტანენ პირად შეურაცხყოფას, მაგრამ აღნიშნულიც და სხვა მრავალი ფაქტიც უკვე დიდი ხანია პირადულ ფარგლებს გასცდა და შავი პიარის სახე მიიღო;
ამით გარკვეულ პიროვნებებს აქვთ მცდელობა, ერთი მხრივ, ეკლესიის დისკრედიტაციისა და მისი ავტორიტეტის შერყევისა და, მეორე მხრივ, ეკლესიაში შიდა დაპირისპირების შექმნისა.

ამ ადამიანებს ტყუილად გონიათ, რომ ასეთი ქმედება მათთვის სასურველი შედეგის მომტანი იქნება. საზოგადოების დიდი ნაწილი დღესაც კარგად ხვდება, რაშიცაა საქმე. რა თქმა უნდა, დროებითია ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის მიმწოდებელთა ინკოგნიტო მდგომარეობაც.
სახარება ბრძანებს და ცხოვრებაც ადასტურებს, რომ "არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადდეს", ხოლო ვინც რას აკეთებს, თავის თავს უკეთებს.


(01.12.2016)
ბეჭდვაელფოსტა
02.12. 2016
კარლო
მაინტერესებს რა განმარტებას მისცემთ, ქალაქ ახალციხეში უნივერსიტეტის მეორე კორპუსის წინ მშენებარე ეკლესიის საკითხს.პიროვნება რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი გვარად ივანიძე, რომელიც ამ ეკლესიის მშენებლობის დაფინანსებას ახდენდა მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება დააჩქარა დარდიმანდი ქართველების საქციელმა, რაც შემდეგში მდგომარეობს: დაფინანსებული ფულის ნაწილი არ მოხმარდა ეკლესიის მშენებლობას, არ გაუციათ მუშების ხელფასი, ეკლესია დაუმთავრებელი დარჩა. ხალხში დადის აზრი ამ ფულებით ეკლესიას შეფარებულმა ,,მსახურებმა'' ძვირად ღირებული მანქანები იყიდეს და პირადი კეთილდღეობისათვის გამოიყენეს... იმიტომ გვსჯის ღმერთი, ღმერთო გვაპატიე!
სხვა სიახლეები
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
27.02.2022
ვგულშემატკივრობთ ჩვენს დებსა და ძმებს უკრაინაში, უკრაინელ ხალხს - ვლოცულობთ მათთვის და მშვიდობისთვის, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე,
24.02.2022
საქართველოს მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler