ილია მეორემ რუსეთის პატრიარქთან შეხვედრისას ცხუმ-აფხაზეთისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიებში კანონიკურ ვითარებაზე ისაუბრა
ილია მეორემ რუსეთის პატრიარქთან შეხვედრისას ცხუმ-აფხაზეთისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიებში კანონიკურ ვითარებაზე ისაუბრა
19 ნოემბერს, დანილოვის მონასტერში, შედგა შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხხაზეთის მიტრიპოლიტ ილია II-ს და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილესი. კათოლიკოს-პატრიარქმა მიულოცა პატრიარქ კირილეს 70 წლის იუბილე და უსურვა მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობა ღვთის სადიდებელად და მართლმადიდებელი ეკლისიის სასიკეთოდ. შეხვედრის დროს იქნა განხილული მსოფლიო მართლმადიდებლობის სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, კანონიკური ვითარება ცხუმ-აფხაზეთისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში. კვალავაც აღინიშნა, რომ ეს ეპარქიები არიან საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში და წარმოადგენენ საქართველოს სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილს.
ბეჭდვა
1კ1