როდის შედგება საყოველთაო ჯვრისწერის მორიგი ეტაპი და როგორ ხდება რეგისტრაცია
როდის შედგება საყოველთაო ჯვრისწერის მორიგი ეტაპი და როგორ ხდება რეგისტრაცია
"კარიბჭე" გატყობინებდათ, რომ პატრიარქის კურთხევით და ჩოხოსანთა ინიციატივით კიდევ ერთი ახალი პროექტი იწყება - საყოველთაო ჯვრისწერა. დღეს მთელი დღის განმავლობაში შემოდიოდა ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე გამოხმაურებები და შეკითხვები ამ პროექტთან დაკავშირებით. ჩვენ დაგპირდით, რომ დაზუსტებულ ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდიდით.
ახალ პროექტს პოეტი გიული ჩქარეული (ჩოხოსანი) კურირებს. მას გავესაუბრეთ და მოგვაწოდა ასეთი ინფორმაცია:

პროექტის მიზანი

ამ პროექტში ჩვენმა უწმინდესმა ჩადო დიდი სურვილი, სურვილი ოჯახის სიძლიერისა და სიმტკიცისა, რომელსაც მთელი ქართველი საზოგადოება უნდა დაუდგეს გვერდში. და ეს ასეც მოხდა, უამრავი ადამიანი გვიკავშირდება, ეწერებიან, გადიან რეგისტრაციას.

რეგისტრაციის ადგილი და საჭირო საბუთები

ჯვრისწერის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ გიული ჩქარეულთან, ამისთვის აუცილებელი პირობაა ის, რომ ვინც ჯვარს იწერს, აუცილებლად უნდა იყოს მონათლული. თუ მეორედაა ქორწინებაში და მეორედ იწერს ჯვარს, უნდა მიმართოს მოძღვარს ჯვრის აყრის თაობაზე. უნდა ჰქონდეთ ქორწინების ბეჭდები, ყავდეთ მეჯვარეები და თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც საჭიროა ჯვრისწერის მოწმობის შესავსებად.

ჩოხოსანთა ოფისის ადგილმდებარეობა

ოფისი მდებარეობს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში არის ჩვენი. ყოველ პარასკევს 3 დან 6 საათამდე დაგხვდებათ ქალბატონი გიული. დანარჩენ დღეებშიც ოფისი დილის12 საათიდან საღამოს 6 საათამდე ღიაა და ნებისმიერ მსურველს მიიღებს ქალბატონი ნინო ქავთარაძე. ასევე ხდება ტელეფონით დარეგისტრირება, რადგან ბევრი რაიონებიდანაც გვეხმიანება და მათთვის სატელეფონო რეგისტრაცია უფრო მისაღებია. ამიტომ ყველგან მითითებულია ჩემი საკონტაქტო ნომერი. დიდია დაინტერესება და ძალიან ბევრია ჯვრისწერი მსურველი, რაც იმის იმედს გვაძლევს, რომ პროექტს სულ მალე დიდი აღიარება ექნება.

უწმინდესი დალოცავს თითოეულ წყვილს
პატრიარქის დალოცავს თითოეულ წყვილს და გადასცემს სამახსოვრო საჩუქარს, ოჯახის სიძლიერის ხატს. ჩოხოსანთა საზოგადოებამ პირველი ჯვრისწერა უკვე განახორციელა სამების სააკათედრო ტაძარში. მამა შიომ 6 წყვილს დაწერა ჯვარი, ხოლო უწმინდესმა ისინი დალოცა და საჩუქრები გადასცა.

სად მოხდება ჯვრისწერა
იმ შემთხვევაში, თუ ჯვრისწერის მსურველებს არ შეუძლიათ თბილისში ჩამოსვლა, ჩოხოსანთა საზოგადოება თბილისიდან გაუწევს საჭირო ორგანიზებას და დახმარებას. მაგრამ ჯერჯერობით ყველას დიდი სურვილი აქვს ჯვარი სამებაში დაიწერონ.

ჯვრისწერის მსურველთა ასაკი
ჯვრისწერისათვის ასაკი არ არის შეზღუდული. წინა ჯვრისწერაზე უხუცესი წყვილი გახლდათ 71 წლის და 69 წლის, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა 24 - ის და 18 წლისები.

როდის შედგება შემდეგი ჯვრისწერა?
30 ოქტომბერს შედგება მეორე ნაკადის ანუ მეორე შვიდეულის ჯვრისწერა. ეს პროცედურა გაგრძელდება მარხვის დაწყებამდე, 28 ნოემბრამდე. როდესაც მარხვა დამთავრდება, ისევ დაიწყება წყვილთა რეგისტრაცია და ჯვრისწერის ცერემონიალი.


ჯვრისწერის მსურველებს შეუძლიათ დარეკონ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე:
საპატრიარქოსთან არსებულ ჩოხოსანთა საზოგადოების ჯვრისწერის მსურველთა რეგისტრაციის სამსახური, ხელმძღვანელი ქალბატონი გიული ჩქარეული(ჩოხოსანი)...599 91 67 03
ასევე შეგიძლიათ დაურეკოთ ნინო ქავთარაძეს - 599 07 41 40


აქვე წაიკითხეთ:
პატრიარქმა "საყოველთაო ჯვრისწერის" პროექტი აკურთხა
ბეჭდვა
1კ1