სქემარქიმანდრიტი გაბრიელი (ბუნგე): კათოლიკეები უკან უნდა დაბრუნდნენ, დიალოგს აზრი არ აქვს
სქემარქიმანდრიტი გაბრიელი (ბუნგე): კათოლიკეები უკან უნდა დაბრუნდნენ, დიალოგს აზრი არ აქვს
უკრაინაში წმინდა ადგილების მოსალოცად შვეიცარიელი ღვთისმეტყველი და პატროლოგი სქემარქიმანდრიტი გაბიელი (ბუნგე) იმყოფებიდა. იგი შეხვდა კიევ-მღვიმევის ლავრის ბერებს. ამის შესახებ ლავრის ვებ-გვერდი იტყობინება.

მამა გაბრიელმა უპასუხა შეკითხვებს დასავლეთის და აღმოსავლეთის ეკლესიების გაერთიანების შესახებ და ხაზი გაუსვა იმას, რომ "არავითარი აზრი არ აქვს დიალოგს რომის კათოლიკურ ეკლესიასთან. კათოლიკეები უკან უნდა დაბრუნდნენ. ჩემი მასწავლებელი, პროფესორი, რომელიც შემდეგ პაპი ბენედიქტე გახდა, ბევრ საკითხში ერკვეოდა, მაგრამ არაფერი გააკეთა. მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეინარჩუნა ლიტურგია და ბერ-მონაზვნური ტრადიცია, რომის კათოლიკური ეკლესია კი ახლა უფრო პროტესტანტიზმისკენ იხრება, ვიდრე მართლმადიდებლობაში დაბრუნებისაკენ. ამჟამად გაყოფის პრობლემა განსხვავება კი არა შეუთავსებლობაა. ბერძნული და რომაული კულტურები პირველ ათასწლეულში განსხვავებული იყო მაგრამ შეთავსებადი" - განაცხადა მამა გაბრიელმა.

მამა გაბრიელმა აგრეთვე ყურადღება გაამახვილა აქტუალურ თემაზე - რა ადგილი უკავია თანამედროვე მსოფლიოში ბერ-მონაზვნობას: "მორწმუნე ადამიანები ბერებისგან ელოდებიან პასუხებს სულიერ საკითხებზე და არა ეროვნულ ან პოლიტიკურ თემებზე. ბერები განცალკევებული არიან ამ სოფლისგან. ისინი თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ და ეს ცხოვრება განსხვავებულია ერში ცხოვრებისაგან. ასეთი ცხოვრება ეხმარება არაამქვეყნიური სიბრძნის შეძენაში და სწორედ ამას ელიან ადამიანები. ბევრი მოდის ჩემთანაც და პასუხს ელოდება. და მე უნდა ვუთხრა მათ, რა გააკეთონ და რა არ გააკეთონ."

KARIBCHE

სქემარქიმანდრიტმა ისაუბრა იმაზეც, თუ როგორი გზით უნდა განვითარდეს ბერ-მონაზვნობა - განდეგილობის თუ ერთად ცხოვრების გზით და აღნიშნა: "ბერმონაზვნობა არ დაწყებულა ერთად ცხოვრების ტრადიციით. პირველი ბერები განდეგილები იყვნენ, მაგრამ მათ ყოველთვის ყავდათ მასწავლებელი. ორივე გზა კარგია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ მოგვიწოდებს უფალი. ეკლესიაში ყველასთვის არის ადგილი! უფალი ყველას გადაარჩენს არა განცალკევების მიხედვით, არამედ ყველას ერთად!"

სქემარქიმანდრიტი გაბრიელი 36 წლის განმავლობაში ცხოვრობდა შვეიცარიის მთებში. მამა გაბრიელი ქალაქ ლუგანოს ჯვართამაღლების მონასტრის წინამძღოლია. მამა გაბრიელი 2010 წელს იქნა მიღებული მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში, მაგრამ მისი თქმით, სულიერად ის ყოველთვის მართლმადიდებლი იყო და ყოველთვის უნდოდა მართლმადიდებლურ საიდუმლობებში მონაწილეობა. სქემარქიმანდრიტი გაბრიელი არის მონაზვნობის შესახებ დაწერილი არაერთი წიგნის ავტორი, იგი სულიერად აპურებს მრავალ სულიერ შვილს.


წყარო: http://uoj.org.ua
ბეჭდვა
1კ1