შატილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, მალე იქ გზებიც გადაიკეტება!
შატილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, მალე იქ გზებიც გადაიკეტება!
პოეტი გელა დაიაური თავის ფეისბუქ-გვერდზე ასეთ პოსტს აქვეყნებს:

"არ ვიცი, ვისაუბრო, თუ გავჩერდე.. სხვებმაც დაწერეს ამ პრობლემის შესახებ, მაგრამ დუმილიც არ შემიძლია. იმიტომ რომ ეს ტკივილი მარტო საჩემო არაა, საქვეყნოა. იმიტომ, რომ იმ კუთხეზეა საუბარი, საიდანაც შემოსული მტერი არ შეხებია საქართველოს. იმიტომ, რომ ეს კუთხე საღვრისპირა რეგიონია და არ შეიძლება ხალხისგან დაიცალოს. (არადა მავანმა და მავანმა, იქნებ ცუდ მეტიჩრობად ჩამომართვას),
KARIBCHEშატილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი და კიდევ კარგა ხანი, ვერ მიეშველებიან თურმე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანს ჰაერი გადაუკეტო. დაახლოებით ასეთი დატვირთვა აქვს ელექტროენეგრიას შატილისთვის და პირიქითა ხევსურეთისთვის. წარმოიდგინეთ ხალხი, რომლებიც ლამფის შუქზე ცხოვრობენ, მალე გზა დაეკეტებათ... წარმოიდგინეთ ბავშვები, რომლებმაც ამ პირობებში, უშუქობაში, უგზოობაში და საყინულეში უნდა ივხოვრონ.
პ.ს. კარგია "თბილისობა", "მცხეთობა" და აუცილებელი, მაგრამ ამ ფონზე, სულ არ მაქვს სადღესასწაულო განწყობა. იქნება ჯობდეს, ხელისუფალნო, დიდი რესურსები გამოვნახოთ და უცბად მოვაგვაროთ ეს პრობლემა.ელემენტარულ სიკეთეს ნუ მოვაკლებთ პირიქითა ხევსურეთს..."

რედაქციისგან:
იქნებ მივიდეს ეს პუბლიკაცია იმ ადამიანებამდე, ვისაც ამ პრობლემის მოგვარება ეხება და იქნებ დროულად შევძლოთ რეაგირება.
ბეჭდვა
1კ1