12 ოქტომბერს მეუფე თადეოზს 70 წელი შეუსრულდებოდა...
12 ოქტომბერს მეუფე თადეოზს 70 წელი შეუსრულდებოდა...
"შენ უფრო მეტი ხარ ვიდრე ყველა ლამაზი და კეთილი სიტყვა ერთად...
შენ უფრო მეტი ხარ ვიდრე ყველა ულამაზესი ნოტი და ბგერა...
შენ ხარ სიმშვიდე...გულის ფეთქვა...მადლი...სიხარულიანი ტკივილი და ტკივილიანი სიხარული...
შენ სიყვარული ხარ...ყველაზე უწყინარი...ყველაზე თბილი და ყველაზე, ყველაზე კეთილი....
შენ სიცოცხლე ხარ ჩემი...ჩემი ბედნიერება და ჩემი ცრემლი...ვარსებობ...მხოლოდ შენით...მიხარია შენით და მტკივა შენით...
წახვედი...არ დამინახიხარ თვეებია...ჩემო, ჩემო მარტო ჩემო განსაკუთრებულო მამიკო.....უბრალოდ ვხუჭავ თვალებს...არ მინდა არაფრის დანახვა იმ სამყაროში, სადაც აღარ მეგულები...შენთან მინდა.....მხოლოდ შენთან..., - ასე ტკივილნარევად იხსენებს მამას მარიამ იორამაშვილი, მეუფე თადეოზის ხორციელი შვილი.

12 ოქტომბერს მეუფე თადეოზს 70 წელი შეუსრულდებოდა. წელს უკვე მეორედ ვხვდებით მის გარეშე ამ თარიღს...

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადგომით (გ.სოსიაშვილი), ლიტერატურული საზოგადოება "ვერკვლისციხელის" (მ.ხარხელაური, გ.ფარეშიშვილი) , "მიტროპოლიტი თადეოზის სახელობის ფონდის" (მ.იორამაშვილი) და გორის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის (ლია დავითიშვილი) ორგანიზებით მეუფე თადეოზის ხსოვნის საღამო და ფილმის "და გათავდება ყველა ტკივილი- მეორე ნაწილი" (ავტ.თამარ თაგვაძე) ჩვენება - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 12 ოქტომბერს 16.00 საათზე გაიმართება, იქ, სადაც მეუფემ სტუდენტობა გაატარა.

გამოიფინება ასევე მეუფის გამოუქვეყნებელი ხელნაწერები და პირადი წერილები... ღონისძიებაზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია.

მეუფე თადეოზის საფლავზე, სიონის ტაძრის ეზოში 13.00 საათზე, სამღვდელოება სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის. მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ სიყვარულის და უბრალოების მღვდელმთავარი.


KARIBCHEშენი ღიმილი შემოდგომის მზეს მოჰგავს დაღლილს
და თვალებშიაც ძველი ცეცხლი მინავლებულა.
განძარცულია ყვავილთაგან ეზო და სახლი...
ეჰა,საწუთროს ავ თვალთაგან ვინ არ ვნებულა?..
აწ უსასრულო ღამეების საშინელება,
როგორც წვიმები სევდიანი შენს სულს ამძიმებს...
ის,რაც გიყვარდა,ჩავლილია, რა გეშველება?
სად სჩანს იმედი,რითაც ყოფნას გაიხანგრძლივებ?
შორით კიაფობს სილამაზე გარდასულ დღეთა
და ახლაც სევდას ღვიძავს შენში,შენთან იძინებს.
აწ გაზაფხული არასოდეს არ მოვა შენთან
და ნორჩა ვარდის ბაგეებით არ გაგიცინებს...
შენი ცხოვრებაც სიზმარივით დასრულდა უცებ,
უკვდავების წყალს ვერ მიაგნეს თრთოლვით პეშვებმა...
ტკბილ მოგონებას ცრემლი მორთავს,ვით ვარდის ფურცელს
და იდუმალი სცენის ფარდა ნელა ეშვება.
მიტროპოლიტი თადეოზი
ბეჭდვა
1კ1