მეუფე ალექსანდრეს ჰომოსექსუალთა მისამართით გაკეთებული მკვეთრი განცხადებების გამო გაასამართლებენ
მეუფე ალექსანდრეს ჰომოსექსუალთა მისამართით გაკეთებული მკვეთრი განცხადებების გამო გაასამართლებენ
საბერძნეთის ეკლესიის ერთ-ერთი ეპარქიის მიტროპოლიტი ალექსანდრე აცხადებს, რომ ოფიციალური შეტყობინება მიიღო და მალე სასამართლოს წინაშე წარდგება. გასამართლების მიზეზი კი გახდა მეუფის გამონათქვამები სექსუალური უმცირესობების მისამართით.

2016 წლის აპრილში მანტინიის მიტროპოლიტი მკვეთრად დაუპირისპირდა საბერძნეთის მთვარობის მიერ თავისუფალი თანცხოვრების შესახებ კანონის მიღებას: "საშინელებაა, რომ პარლამენტი ხმას აძლევს კანონებს, რომლებიც ქორწინებას უწოდებს გარყვნილებასა და ერთი სქესის გარყვნილ პირთა შეერთებას".

სოდომიტებზე საუბრისას მეუფემ აღნიშნა: "ეს ანომალიური ადამიანები არიან, რომელბსაც კიცხავს საზოგადოება. მე ისინი მეცოდებიან. ვლოცულობ, რომ უფალმა აპატიოს მათ, შეინანონ, შეიცვალნენ და გახდნენ საზოგადოების წესიერი წევრები. ეკლესია უფლის კანონებით ხელმძღვანელობს და ბუნებრივია, რომ ნებისმიერი ნაკლის მქონე ადამინმა არ უნდა დაიწყოს მისი სახალხოდ დემონსტრირება, ყოველგვარი მორიდების გარეშე". მეუფის აზრით: "არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანები "ავად არიან" და განკურნებას საჭიროებენ". ჟურნალისტის შეკითხვაზე "არიან თუ არა სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები ეკლესიაში", მეუფემ უპასუხა: "მე არ ვიცი, მაგრამ თუ ასეთები არიან, საჭიროა მათი დისტანცირება."

http://www.romfea.gr

http://agionoros.ru

ბეჭდვა
1კ1