ილია II: ადამიანის ცხოვრება ურთულესია - ის ცხოვრობს, რომ მოემზადოს მარადიული ცხოვრებისთვის
ილია II: ადამიანის ცხოვრება ურთულესია - ის ცხოვრობს, რომ მოემზადოს მარადიული ცხოვრებისთვის
ყოვლაწმინდა სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილიამ მეორემ ბრძანა, რომ ადამიანი ცხოვრობს იმისთვის რომ მოემზადოს მარადიული ცხოვრებისთვის.

"რთულია ადამიანის ცხოვრება, ყოველი ადამიანი რაღაცას ელოდება, კაცობრიობა რაღაცას ელოდება, ძალიან ხშირად წინათგრძნობა არის, რომ განსაცდელს ველოდებით.

შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ძალა ერსა თვისსა მოსცეს და უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.

ადამიანის ცხოვრება ეს არის ურთულესი პროცესი. ადამიანი ცხოვრობს იმისთვის, რომ მოემზადოს მარადიული ცხოვრებისთვის. არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს.

შევთხოვთ უფალს, რომ ცოდვები ჩვენი აღხოცოს უფალმა და ძალა მოგვცეს ჩვენ," - ბრძანა პატრიარქმა.
ბეჭდვა
1კ1