მამა სერაფიმე ქანდაში კვლავ მღვდელმსახურად რჩება
მამა სერაფიმე ქანდაში კვლავ მღვდელმსახურად რჩება
როგორც გახსოვთ, სქემარქიმანნდრიტმა სერაფიმემ (ბითხარიბი) გაავრცელა განცხადება, რომ მღვდელმსახურის რანგში აღარ იქნებოდა და მონაზვნად დარჩებოდა ქანდაში, მაგრამ გუშინ ცნობილი გახდა, რომ საპატრიარქომ მას ამ გადაწყვეტილებაზე უარი უთხრა.
მამა სერაფიმე:
"მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა, ჩემო მეგობრებო, ჩემს განცხადებას, რომ ვტოვებ მღვდელმსახურებას, მოყვა გამოხმაურება, რომ თითქოს შემიჩერეს მღვდელმსახურება. მინდა გითხრათ, რომ ვიყავი საპატრიარქოში და მივიღე პასუხი, რომ პენსიაზე გასვლა ადრეა. მე დავემორჩილე ამ გადაწყვეტილებას, ამიტომ მღვდელმსახურება არ მაქვს შეჩერებული და განვაგრძობ მსახურებას ქანდის 13 ასურელი მამის სახელობის მონასტერში. შენდობას გთხოვთ ყველას, ვისაც გული გატკინეთ და აგაფორიაქეთ".

ბეჭდვა
1კ1