ერთად დგომით ყველაფერს შევძლებთ!
ერთად დგომით ყველაფერს შევძლებთ!
ცოტა ხნის წინ "კარიბჭის" გვერდზე გამოქვეყნდა ეს წერილი, რომელიც ალბათ ბევრმა თქვენგანმა წაიკითხა:

ალიკა მაღალდაძეს, რომელიც ჭიდაობა სამბოში ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ბრინჯაოს მედლის მფლობელი იყო, რამდენიმე წლის წინ განუვითარდა თავის ტვინის სიმსივნე, გაუკეთდა უმძიმესი ოპერაცია, მაგრამ სიმსივნემ მხედველობის ცენტრი დააზიანა და ახალგაზრდა სპორტსმენი დაბრმავდა. მეგობრების იმედად მყოფი, შეეგუა ამ მძიმე რეალობას, მაგრამ აღმოჩნდა რომ ამით არ დასრულდებულა მისი განსაცდელი - დაეწყო სმენის დაქვეითება - სმენის ნერვის ატროფიის პროცესი ინტენსიურად პროგრესირებს. ქართველი ექიმების ვარაუდით შესაძლებელია სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნება, მაგრამ პაციენტი გრძნობს, რომ სმენა დროთა განმავლობაში მკვეთრად ქვეითდება.
გაჩნდა გარკვეული შანსი იმისა, რომ გერმანელმა ექიმებმა ჩაუტარონ საფუძვლიანი კვლევა და მკურნალობა.
ვისაც შეგიძლიათ, დავეხმაროთ, 34 წლის უსინათლო კაცს, რომელსაც ახლა სმენის ნერვის ატროფიაც ემუქრება.
ანგარიშის ნომერია:
სს "საქართველოს ბანკი"
GE55BG0000000549828800 GEL
მიმღები ა. ღონღაძე. ტელ: 591190408

გვინდა გაცნობოთ, რომ მეგობრებისა და სრულიად უცნობი ადამიანების თანადგომის შედეგად საჭირო თანხის ნახევარი შეგროვდა. მაგრამ ეს საკმარისი არ არის გამგზავრებისთვის. დახმარება უფრო ეფექტური რომ იყოს, გაკეთდა ფასიანი ტელეფონები და ეხლა უკვე მაგთისა და ჯეოსელის აბობენტებს, შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე
0901200273
ბეჭდვა
1კ1