ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: "ნეტარი ავგუსტინე - ქრისტიანობის მასწავლებელი"
ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: "ნეტარი ავგუსტინე - ქრისტიანობის მასწავლებელი"
ფოთის ახალი საქართველოს უნივერსიტეტში 22-23 სექტემბერს გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე : "ნეტარი ავგუსტინე - ქრისტიანობის მასწავლებელი". კონფერენციის ორგანიზატორია ახალი საქართველოს უნივერსიტეტი. (ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელია, ამავე უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორი, დასავლურ სამეცნიერო წრეებში კარგად ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი თენგიზ ირემაძე). კონფერენციის მუშაობაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ნეტარი ავგუსტინეს შემოქმედების ცნობილი უცხოელი მკვლევარები ფილოსოფოსები, თეოლოგები, სოციალური მეცნიერებების წარმომამდგენლები.

ბეჭდვა
1კ1