მართლმადიდებლურ-კათოლიკურ დიალოგს საქართველოს ეკლესიის წევრებიც ესწრებიან
მართლმადიდებლურ-კათოლიკურ დიალოგს საქართველოს ეკლესიის წევრებიც ესწრებიან
როგორც გატყობინებდით, პარასკევს, 16 სექტემბერს, იტალიის ქალაქ კიეტში მუშაობა დაიწყო მართლმადიდებელ ეკლესიასა და კათოლიკეებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგის საერთაშორისო კომისიის XIV პლენარულმა სხდომამ.
დღეს "კარიბჭისთვის" ცნობილი გახდა, რომ ამ სხდომაზე საქართველოს ეკლესიიდან წარგზავნილები არიან ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე) და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. მათი დაბრუნებისთანავე შემოგთავაზებთ ინფორმაციას სხდომის მსვლელობის შესახებ.


აქვე წაიკითხეთ
მიტროპოლიტი ილარიონი: აუცილებელია, კომისია დაუბრუნდეს უნიის თემას


ბეჭდვა
1კ1