საბერძნეთის ეკლესიის დელეგაცია საქართველოს პატრიარქსა და მღვდელმთავრებს შეხვდა
საბერძნეთის ეკლესიის დელეგაცია საქართველოს პატრიარქსა და მღვდელმთავრებს შეხვდა
25-28 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს სტუმრობდა საბერძნეთის ეკლესიის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ დეკანოზი, თესალონიკის საღვთისმეტყველო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის საპატიო პროფესორი თეოდორე ზიზისი, თესალონიკის საღვთისმეტყველო უნივერსიტეტის დოგმატური ღვთისმეტყველების ფაკულტეტის პროფესორი დიმიტრი ცელენგიდისი, პროტოპრესვიტერი ანასტასი გოტსოპულოსი, პრეოტოპრესვიტერი პეტრე ჰეერსი და პროტოპრესვიტერი მათე ვულკანესკუ.

გაიმართა შეხვედრების სერია საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო ეკესიის იერარქებთან და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან, რომელმაც სტუმრებს გულითადად უმასპინძლა თავის საზაფხულო რეზიდენციაში. შეხვედრები 5 დღის განმავლობაში გამსჭვალული იყო ძმური სიყვარულით და გულწრფელი თანამშრომლობის სურვილით. 

KARIBCHE

დელეგაციის სტუმრობას 2 მიზანი ჰქონდა: ერთის მხრივ, მთელი საბერძნეთის მართლმადიდებელი ქრისტიანების სახელით გამოეხატა გულწრფელი მადლიერება საქართველოს ეკლესიის პატრიარქისადმი და იერარქიისადმი მართლმადიდებლური აღმსარებლობის ერთგულებისა და მსოფლიო კრების მიერ წამოწეულ სინკრეტულ ეკუმენიზმთან დაპირისპირებისათვის, მეორეს მხრივ კი შეხვედრების მიზანი იყო კონსულტაციები პირადად საქართველოს პატრაირქთან და იერარქებთან არამართლმადიდებლური "კრეტის კრების" შესახებ სწორი დასკვნების გასაკეთებლად.

საქართველოს ეკლესია ერთგულია სწორი ეკლესიოლოგიისა, რაზეც მეტყველებს მისი ოცი წლის წინანდელი გადაწყვეტილება "მსოფლიო ეკუმენური საბჭოდან" გასვლის შესახებ. ამ პოზიციამ მაღალი შეფასება მიიღო და სამაგალითოდ იქცა ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. ამ ერთგულების დასტურია აგრეთვე საქართველოს ეკლესიის სწორი პოზიცია იმ ტესტებისა და დოკუმენტებისადმი, რომლებიც ე.წ. "დიდმა და წმინდა კრებამ" განიხილა, რომელსაც სინამდვილეში მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა მცირე ნაწილი ესწრებოდა.

KARIBCHE

დისკუსია მიმართული იყო იქითკენ, რომ არამართლმადიდებლურ "კრეტის კრებას" გაეცეს საჭირო პასუხი საეკლესიო დოგმატიკისა და კანონიკის, მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის საფუძველზე. საბერძნეთის დელეგაციამ აღნიშნა რომ კრების მეთოდოლოგია და ორგანიზება იყო არასწორი, კრებაზე მიღებული ტექსტები იყო ინოვაციური და არამართლმადიდებლური, ამიტომ საჭიროა მას პასუხი გაეცეს ახალ მართლმადიდებლურ კრებაზე, რომლის მოწვევაც აუცილებელია.

საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი მიესალმა სტუმრებს და მაღალი შეფასება მისცა მათ ერთგულებას სარწმუნოებისადმი, მან აღნიშნა, რომ "არ არსებობს ბევრი ეკლესიები, არსებობს მხოლოდ ერთი წმინდა მართლმადიდბელი ეკლესია" და რომ ის და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი "ყველანაირად ეცდებიან, შეინარჩუნონ მართლმადიდბელთა ერთობა", რომლის საფუძველი მხოლოდ სარწმუნოებისადმი ერთგულებაა. საქართველოს ეკლესიის მხრიდან ზუგდიდის მიტროპოლიტმა გერასიმემ და ახალციხის მიტროპოლიტმა თეოდორემ აღნიშნეს, რომ საქართველოს ეკლესიისთვის მიუღებელი იყო კრებაზე განხილული დოკუმენტები: "ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები" და "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი". პატრიარქმა და ეპისკოპოსებმა ასევე აღნიშნეს, რომ კრების დოკუმენტები გადაითარგმნება ქართულ ენაზე, შეისწავლება და ამის შემდეგ გაეცემა ოფიციალური პასუხი წმინდა სინოდზე, რომელიც ოქტომბერში გაიმართება.

KARIBCHE

სტუმრები და მასპინძლები შეთანხმდნენ რწმენისა და საეკლესიო დოგმატიკის ყველა საკითხის განხილვისას, აგრეთვე იმაში, რომ საჭიროა სინკრეტული ეკუმენისზმის წინააღმდეგ მოქმედება. მათ გადაწყვიტეს, რომ კვლავაც ითანამშრომლებენ ამ მიმართულებით.  

შეხვედრების დასრულების შემდეგ მასპინძლებმა ჩვეული სტუმართმოყვარეობით, რომლითაც განთქმულია ქართველი ხალხი, სტუმრებს საქართველოს ეკლესიის ღირსშესანიშნაობათა მომლოცველობითი პროგრამა შესთავაზა.

KARIBCHE


KARIBCHE


KARIBCHE


KARIBCHE

სხედან, მარცხნიდან: დეკანოზი თეოდორე ზიზისი, საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქი ილია II, დოგმატური ღვთისმეტყველების პროფესორი დიმიტრი ცელენგიდისი, მღვდელმონაზონი მიქაელი (ბრეგვაძე), ბერი სერაფიმე (ზიზისი)
დგანან მარცხნიდან: დიაკვანი პეტრე, დეკანოზი სვიმეონი, პროტოპრესვიტერი პეტრე ჰეერსი, პროტოპრესვიტერი მათე ვულკანესკუ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსი იეგუდიელი (ტაბატაძე), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), პროტოპრესვიტერი ანასტასიოს გოტსოპულოსი, დეკანოზი ბესარიონი.

წყარო: https://orthodoxethos.com/
ბეჭდვა
1კ1