ათონის ქსიროპოტამის მონასტრის წერილი საერთომართლმადიდებლური კრების შესახებ
ათონის ქსიროპოტამის მონასტრის წერილი საერთომართლმადიდებლური კრების შესახებ
ათონის ქსიროპოტამის მონასტერმა წერილით მიმართა ათონის წმინდა მთის კინოტს. წერილში საუბარია იმაზე, რომ მსოფლიო კრების მოწვევა ჩვენს თავისუფალ, თუმცა ამავდროულად ბოლო ჟამის დროში, ქრისტიანთა განდგომილობისა და სეკულარიზაციის, უკვე აშკარად მოქმედი "საიდუმლო უსჯულოების" (2თეს. 2,7) დროში, მართლაც შეიძლებოდა ყოფილიყო ისტორიული მნიშვნელობისა, თუკი ამ არეულობასა და სიბნელეში ერთ ჭეშმარიტებას, ერთადერთ ჭეშმარიტ სინათლეს, უფალ იესო ქრისტეს დაგვანახებდა.

საგულდაგულოდ შევისწავლეთ კრების მე-6 დოკუმენტი "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი", აგრეთვე სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის დოგმატიკის ცნობილი პროფესორის დიმიტრიოს ცელენგიდისის წერილები. ჩვენ ბატონ პროფესორთან ერთად შეშფოთებულნი ვართ, რადგან შესაძლოა "იმით, რაც დოკუმენტში წერია და იგულისხმება, დოკუმენტის შემდგენლები და იდეოლოგები ქრისტიანულ სინკრეტიზმ-ეკუმენიზმს აკანონებენ და კრების ერთ-ერთ გადაწყვეტილებად იღებენ".

წერილში ასევე საუბარია არამართლმადიდებლებთან ერთობლივი ლოცვის შესახებ - მიუხედავად იმისა, რომ ერეტიკოსებთან ერთობლივი ლოცვა იკრძალება წმინდა კანონებით, ეს მაინც გრძელდება, რაც იწვევს მართლმადიდებლური შეხედულებების მოდუნებას, მორწმუნთა ცნობიერების დაკნინებას. უკვე დეფაქტო ხორციელდება ცრუ "ერთობა" რწმენის საკითხებში თანხმობის გარეშე.

მიგვაჩნია, რომ "უკუანასკნელი ჟამი არს" (1იოან 2,18) და წმინდა კინოტმა წმინდა და დიდი კრების საკითხი უნდა გაიტანოს განსახილველად მორიგ ყოველწლიურ შეკრებაზე - აღდგომის შემდგომ - და გამომსვლელები უნდა იყვნენ არა მხოლოდ მთაწმინდელები, არამედ საღვთისმეტყველო სკოლების ღირსეული პროფესორები, რომლებიც გამოირჩევიან სახარების, სამოციქულოსა და წმინდა მამათა გადმოცემების ცოდნით.

წერილს ხელს აწერს ქსიროპოტამის მონასტრის წინამძღვარი - არქიმანდრიტი იოსები ძმებთან ერთად.


წყარო: http://agionoros.ru
ბეჭდვა
1კ1