ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაკარგული საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილთა შორის აღმოჩნდა
ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაკარგული საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილთა შორის აღმოჩნდა
ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაკარგული საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილთა შორის აღმოჩნდა. როგორც საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, ეკა სირაძე-დელონემ განაცხადა, უკვე დადასტურდა, რომ გარდაცვლილთა შორის, ერთ-ერთი მამაკაცი ქართველია.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ნიცაში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ტერაქტის შედეგად მისი ცოლიც დაიღუპა, რომელიც საფრანგეთის მოქალაქე იყო.

ბოლო მონაცემებით, ნიცაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 84-მდე გაიზარდა.

ნიცაში, სადაც მოსახლეობა ეროვნულ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა და უამრავი ადამიანი გადასრისა, რის შემდეგაც იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს. პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

წყარო: http://www.interpressnews.ge
ბეჭდვა
1კ1