რუსეთის წმინდა სინოდი: კრეტაზე ჩატარებული კრება არ იყო საერთომართლმადიდებლური
რუსეთის წმინდა სინოდი: კრეტაზე ჩატარებული კრება არ იყო საერთომართლმადიდებლური
რომფეა.გრ იტყობინება, რომ 15 ივლისს რუსეთში წმინდა სინოდის მორიგი სხდომა ჩატარდა, რომელსაც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილე ხელმძღვანელობდა. სინოდმა გამოხატა თავისი დამოკიდებულება მართლმადიდებელთა კრებისადმი, რომელიც კრეტაზე 18-26 ივლისს შედგა.

სინოდმა მიიღო დადგენილება, რომ ვინაიდან დარღვეული იყო ყველა ეკლესიის კონსენსუსის პრინციპი, კრება არ შეიძლება ჩაითვალოს წმინდა დიდ საერთომართლმადიდებლურ კრებად.

სინოდმა დაადგინა აგრეთვე, რომ არ მიიღოს კრეტაზე ხელმოწერილი საბოლოო დოკუმენტები, რადგან ისინი არ გამოხატავს საერთომართლმადიდებლურ კონსენსუსს. ამ დოკუმენტთა ტექსი გადაეგზავნა რუსეთის საღვთისმეტყველო კომისიას შემდგომი განხილვისათვის და ამის შემდგომ განმეორებით განიხილავს წმინდა სინოდი.
ბეჭდვა
1კ1