სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ აფეთქებებს სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა
სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ აფეთქებებს სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა
არაოფიცილური ინფორმაციით, სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ აფეთქებებს სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ მედია ავრცელებს. ამასთან, არსებული ინფორმაციით, მომხდარი ორი აფეთქებიდან სულ მცირე ერთი შესაძლოა, თვითმკვლელი ტერიტორის მიერ იყოს განხორციელებული. ამის შესახებ CNN Turk ავრცელებს. დასავლური მედიის ცნობით, აეროპორტში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად 40 ადამიანი დაშავდა. ამ დროისთვის აეროპორტი დაკეტილია, მიმდინარეობს ევაკუაცია. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

უფალმა მოგვანიჭოს მშვიდობა და აღგვავსოს ყოვლითა კეთილითა.
ბეჭდვა
1კ1