რომის პაპი მიიჩნევს, რომ ქრისტიანებმა ბოდიში უნდა მოუხადონ ლგბტ პირებს
რომის პაპი მიიჩნევს, რომ ქრისტიანებმა ბოდიში უნდა მოუხადონ ლგბტ პირებს
რომის პაპი ფრანცისკი მიიჩნევს, რომ "რომის კათოლიკურმა ეკლესიამ ბოდიში უნდა მოუხადოს გეებს ცუდი მოპყრობის გამო".
რომის პაპმა განაცხადა, რომ საეკლესიო სწავლება გვავალდებულებს, რომ ჰომოსექსუალებს "მოძღვრულად" მოვექცეთ. მან ხაზი გაუსვა, რომ "სხვადასხვა ქვეყნებსა და კულტურებში განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ჰომოსექსუალების მიმართ, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს გეების დისკრიმინაციისა და მარგინალიზაციის საფუძველი".

პაპმა განაცხადა, რომ ქრისტიანებმა ბოდიში უნდა მოუხადონ ჰომოსექსუალებს წარსულში ცუდი მოპყრობისათვის. "თუ ეს ადამიანის მდგომარეობაა, მაგრამ მას აქვს კეთილი ნება და ეძებს ღმერთს, ჩვენ ვინ ვართ, რომ განვიკითხოთ?" - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, პაპმა განაცხადა, რომ "ეკლესიამ ბოდიში უნდა მოუხადოს ღარიბებს და ქალებს, რომლებიც ექსპლუატაციის მსხვერპლნი გახდნენ, აგრეთვე - ბავშვებს, რომლებსაც ექსპლუატაციას უწევდნენ.

წყარო: http://www.reuters.com/
ბეჭდვა
1კ1