ელადის ეკლესიის მიერ შეთავაზებული ცვლილების შემდეგ კრებამ სადავო დოკუმენტზე კონსენსუსს მიაღწია
ელადის ეკლესიის მიერ შეთავაზებული ცვლილების შემდეგ კრებამ სადავო დოკუმენტზე კონსენსუსს მიაღწია
ვებგვერდი რომფეა.გრ აქვეყნებს იმ შესწორებებს, რომლებიც ელადის მართლმადიდებელმა ეკლესიამ შესთავაზა კრებას დოკუმენტისათვის: "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი".

"ჩვენი ეკლესიის შეთავაზება იცავს მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიას და არანაირად არ ახდენს გავლენას ძველ მართლმადიდებლურ ტრადიციაზე", - განაცხადა დღეს ელადის ეკლესიის წმინდა სინოდმა.

მეტი სიზუსტისათვის წმინდა სინოდმა გაავრცელა პრეს-რელიზი, რომელშიც სრულად არის ჩაწერილი ათენისა და სრულიად ელადის არქიეპისკოპოს იერონიმეს სიტყვა:

ტექსტში, რომელიც ეხება მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულებას დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი, ელადის ეკლესია მე-6 პარაგრაფში ითხოვს ცვლილებას: ნაცვლად ფრაზისა "მართლმადიდებელი ეკლესია ცნობს სხვა ქრისტიანული ეკლესიებისა და აღმსარებლობების ისტორიულ არსებობას" ჩაიწეროს ასე: "მართლმადიდებელი ეკლესია ადასტურებს არამართლმადიდებელი ეკლესიებისა და აღმსარებლობების ისტორიულ სახელწოდებებს".
ამ ცვლილების შედეგად შესაძლებელი გახდა საერთო შეთანხმებისა და კონსენსუსის მიღწევა.

უნეტარესმა არქიეპისკოპოსმა ათანასემ, რომელმაც გაახმოვანა ეს წინადადება, განაცხადა: "შესწორების შეტანით ჩვენ შევძელით კრების ერთიანი გადაწყვეტილების მიღება, რამაც ისტორიაში პირველად მოგვცა შესაძლებლობა, გამოგვეკვეთა ურთიერთობის ჩარჩოები არამართლმადიდებლებთან არა თავიანთი არსით, არამედ მხოლოდ ისტორიული სახელწოდებით არამართლმადიდებელ ეკლესიებთან და აღმსარებლობებთან".

წყარო: რომფეა.გრ
ბეჭდვა
1კ1