მართლმადიდებელთა კრებამ უნია დაგმო
მართლმადიდებელთა კრებამ უნია დაგმო
კუნძულ კრეტაზე მიმდინარე მართლმადიდებელთა კრებაზე ათენისა და სრულიად ელადის არქიეპისკოპოსმა იერონიმემ დააყენა საკითხი უნიის დაგმობის შესახებ და კრებამ ეს წინადადება მიიღო (უნია გახლავთ მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების გაერთიანება, რომელსაც მეთაურობს რომის პაპი და რომლის დროსაც შენარჩუნებულია მართლმადიდებლური წეს-ჩვეულების ტრადიციული გარეგნული ფორმები).

კრების მუშაობისას ათენისა და სრულიად ელადის არქიეოისკოპოსმა იერონიმემ კრებას შესთავაზა უნიის, როგორც მართლმადიდებლობისთვის მიუღებელი მეთოდის დაგმობა. "ის უნდა დაგმოს ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ", - ხაზგასმით აღნიშნა ელადის ეკლესიის წინამძღოლმა.

არქიეპისკოპოს იერონიმეს წინადადებას მხარი დაუჭირა კრების ყველა მონაწილემ და ეს ოფიციალურ ტექსტებშიც დააფიქსირეს. გარდა ამისა, უნია თავიანთ გამოსვლებში დაგმეს სხვადასხვა ეპარქიების მიტროპოლიტებმა.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა უნიის დაგმობა კრების დონეზე იქნა გამყარებული.

წყარო: რომფეა.გრ
http://www.romfea.gr/epikairotita-xronika/9050-arxiepiskopos-ieronumos-na-katadikastei-i-ounia


ბეჭდვა
1კ1