საქართველოს კათოლიკოს-პატრირქის წერილი მსოფლიო პატრიარქისადმი დღესვე ყველა წამყვანმა მართლმადიდებლურმა საიტმა გამოაქვეყნა
საქართველოს კათოლიკოს-პატრირქის წერილი მსოფლიო პატრიარქისადმი დღესვე ყველა წამყვანმა მართლმადიდებლურმა საიტმა გამოაქვეყნა
საქართველოს კათოლიკოს-პატრირქის წერილი მსოფლიო პატრიარქისადმი დღესვე ყველა წამყვანმა მართლმადიდებლურმა საიტმა გამოაქვეყნა. წერილში საუბარია იმაზე, რომ საქართველოს დელეგაციის კრებაზე დაუსწრებლობას აქვს არა პოლიტიკური მიზეზი, არამედ ჭეშმარიტი მიზეზი არის ის საკითხები, რომელთა შესახებაც სინოდის დადგენილებაშია საუბარი.
საქართველოს ეკლესიას განსაკუთრებით მკვეთრი უარყოფითი დამოკიდებულება აქვს დოკუმენტისადმი ქორწინების შესახებ, რომელშიც საუბარია არამართლმადიდებელთან ჯვრისწერის საიდუმლოს აღსრულების დაშვების შესახებ. საქართველოს ეკლესიის დელეგაციას ხელი არ მოუწერია ამ დოკუმენტზე.
ასევე მნიშვნელოვან შესწორებებს ითხოვს საქართველოს ეკლესია სხვა დოკუმენტებში: "მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში" და "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან".
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იმედოვნებს, რომ უწმინდესი ბართლომეოსი არ დაუშვებს ეკლესიის წიაღში პრობლემების შექმნას და ისეთი გადაწყვეტილებების მიიღებას, რაც მართლმადიდებელთა ერთობას ჩრდილს მიაყენებს.

იხილეთ წერილი სრულად
ბეჭდვა
1კ1