კარაკალუს მონასტრის წერილი ათონის წმინდა მთის კინოტს, წმინდა და დიდ კრებასთან დაკავშირებით
კარაკალუს მონასტრის წერილი ათონის წმინდა მთის კინოტს, წმინდა და დიდ კრებასთან დაკავშირებით
წმინდა და დიდ კრებასთან დაკავშირებით კარაკალუს მონასტერი ათონის წმინდა მთის კინოტს წერილს უგზავნის, - აღნიშნული წერილს kenozisi.ge ავრცელებს, ვებ გვერდის- www.scribd.com წყაროზე დაყრდნობით.
"აღნიშნული სამონასტრო წერილით, გვსურს მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრებები წმინდა და დიდ კრებასთან დაკავშირებით.
ძალზედ მცირე დრო დარჩა მომავალ ივნისამდე, როდესაც დაგეგმილია წმინდა და დიდი საერთომართლმადიდებლური კრების ჩატარება, რომელზეც მიღებული იქნება მნიშვნელოვანი, მართლმადიდებლობის მომავლის განმსაზღვრელი გადაწყვეტილებები.
რჩეული მღვდელმთავრები, ღვთისმსახურნი და ღვთისმეტყველები ყოველი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიიდან საკუთარ შეფიქრიანებასა და აღელვებას გამოხატავენ კრებისწინა შეხვედრების მიერ მომზადებული და დიდ კრებაზე სამსჯელოდ და დასამტკიცებლად გადაგზავნილი დოკუმენტების პროექტების გამო.
მიგვაჩნია, რომ წმინდა მთამ, რომელიც საერთო აღიარებით, წარმოადგენს მართლმადიდებლობის მცველსა და კიდობანს, აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა ასეთ მნიშვნელოვან მოვლენაში.
როგორც დოკუმენტების პროექტების შესწავლიდან ირკვევა, უმნიშვნელოვანეს ეკლესიოლოგიურ საკითხებზე მოცემული ფორმულირებები გახლავთ მცდარი, ორმაგი გაგების მატარებელი და იძლევა მათი მართლმადიდებლური დოგმატიკისაგან განსხვავებულად განმარტების შესაძლებლობას.
ასევე, განსახილველ დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიღებული გადაწყვეტილებები სავალდებულო იქნება ეკლესიის სისავსისათვის, რაც წარმოადგენს ზეწოლას მართლმადიდებელ თვითშეგნებაზე.
აქედან გამომდინარე, მდაბლად მიგვაჩნია, რომ როგორც ათონელები, ჩვენი წინამორბედი მამების მსგავსად, უნდა ჩავერთოთ მიმდინარე მოვლენებში და წმინდა კინოტმა უნდა გააკეთოს შესაბამისი განცხადება წმინდა და დიდ კრებასთან დაკავშირებით.
შევთხოვთ რა უფალს განგვინათოს გონებანი ამ უმნიშვნელოვანესი საეკლესიო საკითხზე გადაწყვეტილებების მიღებისას, გემშვიდობებით ძმური, ქრისტესმიერი სიყვარულით.

კარაკალუს მონასტრის წინამძღვარი,
არქიმანდრიტი ფილოთეოსი ქრისტესმიერ ძმებთან ერთად

6 მარტი 2016 წელი

ბეჭდვა
1კ1