საუკუნეების შემდეგ პირველად იერუსლიმის ჯვრის მონასტერში თამარობის საზეიმო ღვთისმსახურება ქართულ ენაზე შესრულდა
საუკუნეების შემდეგ პირველად იერუსლიმის ჯვრის მონასტერში თამარობის საზეიმო ღვთისმსახურება ქართულ ენაზე შესრულდა
საუკუნეების შემდეგ პირველად იერუსლიმის ჯვრის მონასტერში თამარობის საზეიმო ღვთისმსახურება ქართულ ენაზე შესრულდა. პატრიარქის კურთხევით ჯვრის მონასტერში წირვა სვეტიცხოვლის წინამძღვარმა აღავლინა ბერძენ და ქართველ სასულიერო პირებთან ერთად.
იერუსალიმში წირვას უამრავი ქართველი მომლოცველი დაესწრო. საგანგებოდ ამ დღისთვის ჯვრის მონასტერში ჩამოაბრძანეს თამარ მეფის ხატი, რომელიც საქართველოში ხატმწერმა იაგო უგულავამ დაწერა. ხატი ამიერიდან ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის ფრესკის წინ დაბრძანდება. 

KARIBCHE KARIBCHE

მეუფე იოანე (გამრეკელი): "ჯვრის მონატერი ქართველი ერის მეხსიერებაში იყო ის სიწმინდე, რომლისკენაც ის მიილტვოდა ყოველთვის და დღეს ეს ლტოლვა და სურვილი სასიხარულოდ განხორციელდა და დღეს ჩვენ ახლოს ვართ იმ ღირსების მწვერვალთან, რომელსაც ჩვენი ერი აღწევდა თამარ მეფის და დავითის დროს".

KARIBCHE KARIBCHE

თამარ მეფის ხსენების აღნიშვნა და ქართული წირვის ჩატარების იდეა ჯვრის მონასტრის ბერძენ წინამძღვარს იღუმენ კავდიოსს ეკუთვნის. იგი განსაკუთრებულად აღნიშნავს დედა ნინოს დამსახურებას, რომელიც გასული წლის სექტემბრიდან ჯვრის მონასტერში ცხოვრობს.

KARIBCHE

ბეჭდვა
1კ1