პატრიარქმა მრევლს სამების ტაძარში ვნების შვიდეულში დაგეგმილი ღვთისმსახურების გრაფიკი გააცნო
პატრიარქმა მრევლს სამების ტაძარში ვნების შვიდეულში დაგეგმილი ღვთისმსახურების გრაფიკი გააცნო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს სამების საკათედრო ტაძარში ვნების შვიდეულში დაგეგმილი ღვთისმსახურების გრაფიკი გააცნო.

უწმინდესის თქმით, ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს პირველშეწირულის წირვა აღევლინება. 26 აპრილს, 18:00 საათზე დაიწყება შვიდგზის ზეთისცხება. ხუთშაბათს წირვას თავად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს და შესრულდება ფეხთა ბანვის წესი, ხოლო პარასკევს 14:00 საათზე გარდამოხსნის გადმოსვენება მოხდება.

შაბათს აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულთან დაკაშვირებით ლოცვა აღევლინება, ხოლო 23:00 საათიდან საზეიმო ლიტანიობა დაიწყება.

მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წელს 1-ელ მაისს აღნიშნავს.
ბეჭდვა
1კ1