გარდაიცვალა წმინდა მამა გაბრიელის და - ემა ურგებაძე
გარდაიცვალა წმინდა მამა გაბრიელის და - ემა ურგებაძე
დღეს, 27 მარტს, გარდაიცვალა წმინდა მამა გაბრიელის და - ემა ურგებაძე. უფალმა დაუმკვიდროს მას სასუფეველი.

გთავაზობთ ემა ურგებაძის ერთ მოგონებას მამა გაბრიელზე:

"ჩვენ მას ვერ ვუგებდით. ის ბავშვობიდან სხვანაირად ფაქიზი სულის კაცი იყო. როდესაც მღვდლად აკურთხეს, ხალხი თავისებურ პატივს სცემდა. გაბრიელი სახლში რომ მოვიდოდა, თავის ეკლესიაში შესული ხშირად გულსაკლავად ტიროდა. ერთხელ ეკლესიის კარი ღიად ჰქონდა და ტირილის ხმა რომ გავიგე, შევედი და შეწუხებულმა ვკითხე – ვასიკო, ძმაო, რად სტირი ასე, რამე ცუდი ხომ არ არის შენს თავს?
- დაო, ქრისტე ბაგაში იშვა, მე კი ხალხი პატივს მომაგებს და ხელებზედ მკოცნის."

KARIBCHE

აქვე გთავაზობთ ფილმს, რომელშიც ქალბატონი ემა იგონებს მამა გაბრიელს:



ბეჭდვა
1კ1