კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტო მცხეთის ჯვრის მონასტრის კედლების დაზიანების შესახებ იტყობინება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტო მცხეთის ჯვრის მონასტრის კედლების დაზიანების შესახებ იტყობინება
24 მარტს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შეატყობინეს მცხეთის ჯვრის მონასტრის კედლების დაზიანების შესახებ. ცნობის მიღებისთანავე სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლები ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩავიდნენ ადგილზე. აღმოჩენილია მცირე ჯვრის ჩრდილოეთ კედელზე არსებული დაზიანებები - სავარაუდოდ არაბულ ენაზე დაწერილი საკუთარი სახელები. ინსპექციის სამსახური დაუკავშირდა ადგილობრივ სამართალდამცველებს. მცხეთის ჯვრის მონასტერში მცხეთა-მთიანეთის პოლიციის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს აღნიშნული ფაქტი და დაიწყეს გამოძიება.
მცეთის ჯვრის ჩრდილოეთ კედელის დაზიანების ფაქტზე გამოძიების დასრულებისთანავე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო გაასუფთავებს და პირვანდელ სახეს დაუბრუნებს კედელს.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
25 მარტი, 2016 წ.

KARIBCHE

ბეჭდვა
1კ1