მსოფლიოს ყველაზე ლამაზი დამწერლობის ხუთეულში ქართული ანბანიც შევიდა
მსოფლიოს ყველაზე ლამაზი დამწერლობის ხუთეულში ქართული ანბანიც შევიდა
მსოფლიოში უამრავი ენაა, მაგრამ მათგან საკუთარი დამწერლობა მხოლოდ 14-ს აქვს. ახლო აღმოსავლეთში ანბანის წარმოშობის პერიოდიდან, ჩვენს წელთაღიცხვამდე დაახლოებით 2000 წელს, სხვადასხვა ენის დამწერლობის უამრავი სისტემა აღმოცენდა, განვითარდა და ზოგიერთი მათგანი დავიწყებას მიეცა.

ამის კლასიკური მაგალითია ეგვიპტური დამწერლობა, მაღალ განვითარებული ცივილიზაციის გადმონაშთი, სახელგანთქმული იეროგლიფური დამწერლობა, რომლის სრულად გაშიფვრაც შეუძლებელი აღმოჩნდა.
ბოლო 2500 წლის განმავლობაში ლათინური დამწერლობა იმდენად პოპულარული გახდა, რომ მოიცვა ერთ დროს რომაელების მიერ დაპყრობილი უზარმაზარი ტერიტორია. თუმცა 2 მილიარდ ადამიანზე მეტი დამწერლობის სხვა ფორმატს იყენებს, და რამდენიმე მათგანი საოცარი სილამაზითა და დახვეწილობით გამოირჩევა.
ქვემოთ მოყვანილია 5 ყველაზე ესთეტიკური და მომხიბვლელი ანბანი მსოფლიოში და მათ შორის ერთერთი ქართულია:

1. ბირმული (მიანმარი)

ბირმული ანბანი მრგვალი ფორმებისგან შედგება, რომლებიც ყოველთვის საათის მიმართულებით უნდა იყოს დახატული. ტრადიციულად, ასოებს პალმის ფოთლებზე წერდნენ, რომელიც მარტივად იხეოდა. ბირმული ინდური და ლათინური წერის სისტემით ჩანაცვლდა. მიარნმარი (ამჟამინდელი ბურმა), სადაც უცხოელი ტურისტების შესვლა მკაცრად შეზღუდული იყო, ახლა დამთვალიერებლისთვის თავისუფალი ზონაა და იმ ერებს მიეკუთვნება, სადაც "კოკა კოლას" ბილბორდს ვერსად ნახავთ.

KARIBCHE

2. ცეილონური (შრი ლანკა)

ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ანბანი მსოფლიოში ცეილონურია, რომელშიც 50 ფონემაა, თუმცა მხოლოდ 28 მათგანი გამოიყენება დღევანდელ დამწერლობაში. ის ისწავლება ბუდისტურ მონასტრებში და სკოლებში. ცეილონური მშობლიური ენაა შრი ლანკის 21 მილიონიანი მოსახლეობის ნახევრისთვის.

KARIBCHE

3. ქართული
თურქეთსა და რუსეთს შორის მოქცეულ საქართველოს საკუთარი ენა და ანბანი აქვს, რომელსაც რუსული დომინაცია ემუქრება. ბოლო საუკუნეში რუსეთის იმპერიალისტურმა პოლიტიკამ საქართველოს ნახევარზე მეტი ტერიტორიის ანექსია მოახდინა. რუსეთის სურვილი, გააკონტროლოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ნავთობსადენები, აგრეთვე უქმნის საშიშროებას ადგილობრივების კულტურულ დამოუკიდებლობას. ქართული ანბანი ძალიან ელეგანტურია და არაბულს გახსენებს. გამოირჩევა ბავშვური სიმარტივით, რომელიც მომრგვალებულ ფორმებშია გამოხატული.

KARIBCHE

4. ტაგალური (ფილიპინები)
ინდოურ-ევროპული ხელნაწერიდან წამოსული ტაგალური დომინანტი დამწერლობა იყო ფილიპინებში, სანამ იქ
ესპანელები გამოჩნდებოდნენ. კოლონიზაციამ ანბანის მოდიფიკაცია გამოიწვია. ადრე ქვევიდან ზევით იწერებოდა, შემდეგ – მარცხნიდან მარჯვნივ. იმის მიუხედავად, რომ ფილიპინური (ნარევი ადგილობრივი ენების და ესპანურის) ნაციონალურ ენად გამოცხადდა 1973 წელს, მისი კომპონენტები ლათინური ანბანიდანაა ფორმირებული. ტაგალური დამწერლობა კვლავ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლება ასე აცხადებს.

KARIBCHE

5. იავური (ინდონეზია)
ინდონეზიის კუნძულ იავზე ჩამოყალიბებული ენა მეზობელ კუნძულებზე გავრცელდა და რეგიონალური ვარიაციები შეიძინა. ბეჭდვითი მედიის პოპულარიზაციის შემდეგ, ხელისუფლებამ სცადა ანბანის სტანდარტულად ქცევა მე-19 და მე-20 საუკუნეში. ეს მცდელობა იაპონური ოკუპაციისას ჩაიშალა. მას შემდეგ ანბანში ჩაინერგა ლათინური სისტემა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა სახელმწიფომ დამწერლობა საგზაო ნიშნებზე გამოიტანა და საჯარო სკოლებში სავალდებულო საგნად შეიტანა. იავურის გასაცნობად ჯაკარტაში უნდა ჩაფრინდეთ.

KARIBCHE

წყარო
http://matadornetwork.com/abroad/5-beautiful-endangered-alphabets/

ბეჭდვა
1კ1