შვეიცარიაში მსოფლიო საპატრიარქოს ცენტრის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინეს
შვეიცარიაში მსოფლიო საპატრიარქოს ცენტრის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინეს
დღეს, 24 იანვარს, შამბეზში (შვეიცარია) მდებარე მსოფლიო (კონსტანტინეპოლის) საპატრიარქოს მართლმადიდებლური ცენტრის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინეს : მსოფლიო პატრიარქმა და კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსმა ყოვლადუწმიდესმა ბართლომემ, სრულიად აფრიკისა და ალექსანდრიის პაპმა და პატრიარქმა უნეტარესმა თეოდორე მეორემ, სრულიად პალესტინისა და წმიდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქმა უნეტარესმა თეოფილე მესამემ, სრულიად რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქმა უწმიდესმა კირილემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სრულიად სერბეთის პატრიარქმა და პეჩის მთავარეპისკოპოსმა და ბელგრად-კარლოვაცის მიტროპოლიტმა უწმიდესმა ირინეოსმა, სრულიად რუმინეთის პატრიარქმა და უნგრეთ-ვლახეთის მიტროპოლიტმა და ბუქარესტის მთავარეპისკოპოსმა უნეტარესმა დანიელმა, სრულიად ბულგარეთის პატრიარქმა და სოფიის მიტროპოლიტმა უწმიდესმა ნეოფიტემ, სრულიად კვიპროსისა და ახალი იუსტინიანეს მთავარეპისკოპოსმა უნეტარესმა ქრიზოსტომოს მეორემ, სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსმა და ტირანის მიტროპოლიტმა უნეტარესმა ანასტასიმ, სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტმა და პრეშოვის მთავარეპისკოპოსმა უნეტარესმა როსტისლავმა და ანტიოქიის, ელადისა და პოლონეთის ეკლესიების წარმომადგენელმა მღვდელმთავრებმა.

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1