29 ნოემბერს, წმინდა მამა გაბრიელს ახლად მოწყობილ ლუსკუმაში გადააბრძანებენ
29 ნოემბერს, წმინდა მამა გაბრიელს ახლად მოწყობილ ლუსკუმაში გადააბრძანებენ
"კარიბჭის" მკითხველს ცოტა ხნის წინ ვაცნობეთ, რომ სამთავროში, ფერისცვალების სახელობის ტაძარში, იმ ადგილას, სადაც ადრე წმინდა მამა გაბრიელის ნეშტი იდგა, ახლად დასხმულ ბეტონზე დამჯდარ მდგომარეობაში, ბერის შესამოსელში წმინდა მამა გაბრიელის სილუეტი გამოისახა. უწმინდესს ამ სასწაულის დანახვაზე უთქვამს, ეს დიდი სასწაულია და მე აქ წარწერებსაც ვხედავო.

უწმინდესის ლოცვა-კურთხევით დაწყებული წმინდა მამისთვის განკუთვნილი საბოლოო დასაბრძანებელი, ლუსკუმა უკვე დასრულდა. წმინდა მამა გაბრიელს ახლად მოწყობილ ლუსკუმაში 29 ნოემბერს გადააბრძანებენ. სამთავროს დედათა მონასტერში უწმინდესს ელოდებიან. წირვა დილის 10 საათზე დაიწყება. ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ მიბრძანდეთ.

KARIBCHE KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1