ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება - დანაშაული კაცობრიობის წინაშე!
ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება - დანაშაული კაცობრიობის წინაშე!
"კარიბჭის" მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი:
ბოლო რამდენიმე წელია, მსოფლიო ახალი ისტერიის ტალღამ მოიცვა - "პროგრესულად მოაზროვნე" "უფლებადამცველები" თუ "დემოკრატები" მსოფლიოს ყველა ქვეყნის მთავრობას უყენებენ მოთხოვნას, რომ თუ მათ თანამედროვე მსოფლიო თანამეგობრობის წევრობა სურთ, აუცილებლად უნდა დააკანონონ ერთსქესიანთა ქორწინება, რადგან ეს ადამიანის თავისუფალი ნების უზენაესობის აღიარების აუცილებელი პირობაა.
მოდით, ჩავუღრმავდეთ პრობლემას - რას ემსახურება ეს მოთხოვნა ან საით მიჰყავს ამ ყველაფერს კაცობრიობა?

ადამიანი ცოცხალი ორგანიზმია. მეცნიერული განმარტებით, სიცოცხლის მნიშვნელოვანი გამაერთიანებელი თვისებებია: ქცევა, მეტაბოლიზმი, ზრდა, გამრავლება, განვითარება,ჰომეოსტაზი. აქედან ერთი თვისებაც რომ მოვაშოროთ, ცოცხალი ორგანიზმი არასრულფასოვანი გახდება და თუ რომელიმე სახეობის ცოცხალ ორგანიზმთა ერთობლიობა არასრულფასოვანი გახდება, სახეობა საბოლოოდ გადაშენდება. თუ გადაშენების კუთხით განვიხილავთ, ალბათ სახეობის არსებობა-განვითარების უმთავრესი თვისება მაინც გამრავლება გახლავთ. 

თუკი ცოცხალ ორგანიზმებს გამრავლების უუნარობას დავუკანონებთ, ეს ხომ მათი გადაშენებისკენ მიმართული ღონისძიება იქნება? და რა სახეობაზე ვსაუბრობთ? ადამიანზე? კაცობრიობაზე?
თურმე ერთსქესიან ადამიანთა გამრავლებისუუნარობა კანონით უნდა განმტკიცდეს. ხელი უნდა შევუწყოთ ასეთ წყვილებს, რომ ასეთი ოჯახები მრავლად შეიქმნას. და საით მიდის ეს ყველაფერი? თვითგანადგურებისკენ? კაცობრიობის დასაბამიდან გამრავლების უნარი მხოლოდ სხვადასხვასქესიან ორგანიზმებს აქვთ. ნუთუ მხოლოდ ეს არგუმენტი არ კმარა იმისათვის, რომ ერთსქესიანთა ქორწინება ანომალიად და უკანონო ქმედებად მივიჩნიოთ, თუკი კაცობრიობისთვის მართლა სიკეთე გვინდა?
ამ წერილში შეგნებულად არ ვსაუბრობ პრობლემის მორალურ-სულიერ მხარეზე - კანონის დამკვეთებისთვის და მათი "თანამედროვედ მოაზროვნე" ათეისტი მხარდამჭერებისთვის ამ ასპექტებზე საუბარი ხომ ქილიკის საგანია. მინდა ამჯერად მხოლოდ ამ ერთ არგუმენტზე ვიფიქროთ - რატომ უნდათ  დააკანონონ კაცობრიობის გადაშენება?

კი ბატონო, საზოგადოების კონკრეტულ წარმომადგენელს აქვს არჩევანის თავისუფლება - მან უარი თქვა გამრავლებაზე და გადაშენება აირჩია. ჩვენ პატივი ვცეთ მის არჩევანს და იცხოვროს როგორც სურს, მაგრამ რატომ უნდა ვამტკიცებდეთ კანონით იმას, რაც აშკარაა, რომ ანომალიაა - რატომ უნდა ვთქვათ კანონით, რომ ერთსქესიანთა ოჯახი ისეთივე ოჯახია, როგორიც სხვადასხვასქესიანთა? ეს ხომ სიცრუეა? ასეთი ოჯახები ხომ ადამიანთა მოდგმას საფრთხეს უქმნიან? რატომ გვინდა მათი წახალისება? უფლებებს ვიცავთ? ვის უფლებებს? რატომ არ ვიცავთ კაცობრიობის უფლებებს? ადამიანთა მოდგმას ხომ გამრავლების უფლება აქვს?
ფხიზლად, მეგობრებო! კანონი, რომელსაც თავს ახვევენ მსოფლიოს, დანაშაულია კაცობრიობის წინაშე!
ბეჭდვა
1კ1