ნიკორწმინდელი მიტროპოლიტი ელისე ჯოხაძე გარდაიცვალა
ნიკორწმინდელი მიტროპოლიტი ელისე ჯოხაძე გარდაიცვალა
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ თბილისში, ნიკორწმინდელი მიტროპოლიტი ელისე ჯოხაძე გარდაიცვალა. გარდაცვლილი მირტოპოლიტის ცხედარს ხვალ სიონში დაასვენებენ , სადაც 18 და 19 მარტს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდები აღევლინება.
შემდეგ მეუფეს რაჭაში გადაასვენებენ და იქ დაიკრძალება.

მიტროპოლიტი ელისე საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების თავმჯდომარე იყო. ერისკაცობაში ელდარ ჯოხაძე 1949 წლის 16 თებერვალს ონის რაიონის სოფელი შქმერში დაიბადა. მღვდლად 1985 წელს ეკურთხა. ბერად 1996 წელს აღიკვეცა. იმავე წელს მოხდა მისი ეპისკოპოსად კურთხევა. მეუფეს მთავარეპისკოპოსობა 2000 წელს ებოძა, მიტროპოლიტის წოდება კი - 2008 წელს.
ბეჭდვა
1კ1