მცხეთელების სამძიმარი პატრიარქს
მცხეთელების სამძიმარი პატრიარქს
ბატონმა ვიქტორმა მცხეთაში იცხოვრა 50 წელზე მეტი, აქ დაზარდა შვილები და შვილიშვილები, აქ ედგა უერთგულეს საყრდენად მის უწმიდესობას... სიცოცხლის ბოლოს ბერად აღიკვეცა და გიორგი ეწოდა.უმძიმესია ჩვენი პატრიარქისათვის უკანასკნელი ძმის გასვლა წუთისოფლიდან - მასში იყო თავმოყრილი უძვირფასესი მშობლების, ძმების ხსოვნა, ყველა მათგანის დანაკლისს ბ-ნ-ი ვიქტორი უვსებდა უწმიდესს - ყოველ შემთხვევაში, ცდილობდა ამას თავისი თავგანწირული ერთგულებით პატრიარქისადმი...მშვიდობა ჰქონდეს მის სულს, ნათელში დაამკვიდროს უფალმა, სადაც მართალნი განისვენებენ. მცხეთა და მცხეთელები გულწრფელ სამძიმარს უცხადებენ მის უწმიდესობას და გარდაცვლილის ოჯახს
ბეჭდვა
1კ1