სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილი დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილი დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:

"მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის; მწუხარებამ მოიცვა ჩვენი ხალხი. სამძიმარს ვუცხადებთ აჭარაში, იმერეთის რეგიონსა და სოფელ ასურეთთან სტიქიური უბედურებების შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებს და სრულიად საქართველოს. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს განსვენებულთა უკვდავი სულნი, ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ყველა გულშემატკივარს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა. ამასთან, შევთხოვთ უფალს დაკარგულთა გადარჩენას," - ვკითხულობთ განცხადებაში.
ბეჭდვა
1კ1