პატრიარქის საახალწლო მილოცვა - 2023 წელი
პატრიარქის საახალწლო მილოცვა - 2023 წელი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.

"დაგვიდგა ახალი წელი. დღეს, ჩვენ გვესმის დავით მეფის წინასწარმეტყველის სიტყვები "მაუწყე მე უფალო გზა, რომელსაც ვიდოდე". ყოველმა ადამიანმა და ერმა უნდა შეარჩიოს თავისი გზა, თავისი მომავალი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი. ჩვენ გვაწუხებს ურთიერთობა, რომელიც არის რუსეთსა და უკრაინას შორის და არის დიდი პრობლემის წინაშე. იმედი მაქვს, რომ დაძლევს მშვიდობა და მშვიდობა მოიცავს ორივე ქვეყანას. რაც შეეხება საქართველოს, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანი გზით მოგვარდება. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობიან მომავალს. დიდება მაღალსა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება",
ბეჭდვა
1კ1