შეგვეწიოს წმინდა მოციქულთა მადლი!
შეგვეწიოს წმინდა მოციქულთა მადლი!

ავჭალის წმინდა პეტრე მოციქულის ჯაჭვთა თაყვანისცემის სახელობის ტაძარი XVIII საუკუნის დასაწყიში მღვდელმონაზონ გაბრიელ ბერიტაშვილის მიერ აშენდა.

 

 

შესაძლოა ბევრმა არც იცის, რომ ავჭალში ამ უძველეს დასახლებაში რამდენიმე ძველი ტაძარია შემორჩენილი. ავჭალის მთის წვერზე მდებარე მცირე ზომის ერთნავიანი ტაძარი თავზე დაჰყურებს ირგვლივ ყოველივეს. ტაძარი  წმინდა პეტრე მოციქულის ჯაჭვთა თაყვანისცემის სახელობის გახლავთ. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით 2012 წლიდან აქ მამათა მონასტერია დაფუძნებული. მონასტრის წინამძღვარია მამა რაფაელი (ბერიტაშვილი).  ტაძრის კედელზე მომლოცველებისთვის მცირე შეგონებას ვკითხულობ: მონასტერი არის წმინდა ადგილი, განკუთვნილი ლოცვისა და ღვთისმსახურებისათვის და არა თამაშის, მხიარულებისა და გართობის! თქვენ მოხვედით ჩვენთან, ამიტომ დაიცავით ჩვენი კანონები, შეინარჩუნეთ სიწყნარე, მოწიწება, მორიდება. მონასტრის ტერიტორიაზე და ტაძარში შემოდით ღვთის შიშითა და სარწმუნოებით, მოკრძალებულად ჩაცმულნი. კადნიერებით ნუ შეურაცჰყოფთ სიწმინდეს, რომ არ განარისხოთ ღმერთი და წმინდა ადგილიდან კურთევის ნაცვლად არ წაიღოთ სასჯელი!

 

KARIBCHE KARIBCHE

მამა რაფაელი


როგორც მამა რაფაელმა საუბრისას აღნიშნა, წმინდა პეტრე მოციქულის ჯაჭვთა თაყვანისცემის სახელობის ტაძარი XVIII საუკუნის დასაწყიში მღვდელმონაზონ გაბრიელ ბერიტაშვილის მიერ აშენდა. მღვდელმონაზონი გაბრიელი  სავარაუდოდ   ტაძარშია დაკრძალული. მისი საფლავის ქვა, თავის წარწერით ტაძარშია დაბრძანებული. წლების განმავლობაში  ტაძარში ღვთისმსახურება  არ აღესრულებოდა.  ბოლო წლებში, ტაძარს მზრუნველობას და პატრონობას ავჭალის მოსახლეობასთან ერთად    წმინდა  ქეთევენ წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი   გიორგი რაზმაძე უწევდა.

 

KARIBCHE

წმინდა პეტრე მოციქულის ჯაჭვი, რომელიც ამჟამად რომში ინახება, როგორც სიწმინდე


უწმინდესის ლოცვა-კურხევით, წმინდა პეტრე მოციქულის მამათა მონასტრის მშენებლობას სათავეში მონასტრის წინამძღვარი, მამა რაფაელი ჩაუდგა. დღეს აქ მამათა მონასტერია დაფუძნებული,მონასტრის ძმობისთვის სენაკების მშენებლობაც იგეგმება.  სასიხარულოა ისიც, რომ უწმინდესის ლოცვა-კურთხევეით, მონასტერს გადაეცა იქვე ახლოს მდებარე VIII-IX საუკუნეების წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის უძველესი ტაძარი. აღდგენილ ტაძარში პეტრეპავლობასთან დაკავშირებით სადღესასწაულო მსახურება ღამისთევით ჩატარდება. შეგვეწიოს წმინდა მოციქულების მადლი!

წმინდა პეტრე მოციქულის ჯაჭვთა თაყვანისცემის სახელობის ტაძარში  ღამისთევის მსახურება 11 ივლისს, საღამოს 9 საათზე ტარდება.

სადღესასწაულო დღეებშიც აღესრულება ღამისთევით  ღვთისმსახურება.

ვისაც სურვილი გაქვთ, გთხოვთ შეეწიოთ მონასტერს.
ბანკის რეკვიზიტები:
სს ბანკი კონსტანტა, ბანკის კოდი: CNSBGE22

ანგარიშის ნომერი GE73CN0000036102162514

 

ბეჭდვა
1კ1