უკრაინის მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის ეკლესიას გამოეყო
უკრაინის მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის ეკლესიას გამოეყო
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთთან ურთიერთობას წყვეტს და დამოუკიდებლობას აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელსაც სათავეში რუსეთის საპატრიარქოს მიერ დადგენილი მღვდელმთავარი, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ონოფრე უდგას, რუსეთის ეკლესიისგან "სრული დამოუკიდებლობა" გამოაცხადა.

"ჩვენ, ომთან დაკავშირებით მოსკოვის პატრიარქ კირილეს პოზიციას არ ვეთანხმებით. საბჭო გმობს ომს, როგორც ღვთის მცნების დარღვევას – "არა კაც კლა!" და თანაგრძნობას უცხადებს ყველას, ვინც ომში დაზარალდა", – ნათქვამია საბჭოს სხდომის შემდეგ, ეკლესიის განცხადებაში, რომელიც რუსეთის აგრესიაზე იყო ფოკუსირებული, სადაც უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთისგან სრული ავტონომია გამოაცხადა.
წყარო: kyivpost.com
ქართული ტექსტის წყარო: dogma.ge
ბეჭდვა
1კ1