გიორგობას საინგილოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია და მეუფე თეოდორე ეწვევიან
გიორგობას საინგილოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია და მეუფე თეოდორე ეწვევიან
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან, ქართველ დიპლომატებთან ერთად მეორე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას,  საინგილოს ეწვევა. მასთან ერთად, ამ ისტორიულ ქართულ კუთხეს პირველად ეწვევა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე). მეუფე თეოდორე სამღვდელოებასთან ერთად 6 მაისს სადღესასწაულო წირვას აღავლენს კახის რაიონის სოფელ კახ-ინგილოს წმინდა გიორგის ტაძარში, რის შემდეგაც ადგილობრივ მრევლთან ერთად ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარს მოილოცავს და სადღესასწაულო პარაკლისს აღავლენს.
ქართული დელეგაცია მეუფე თეოდორესთან ერთად კახის წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში აზერბაიჯანის მოქალაქე ეთნიკურ ქართველებსაც შეხვედება.
სერგო კერესელიძე, საინგილოს მკვლევარი, ჟურნალისტი


ბეჭდვა
1კ1