3 ივლისს ღირსი მამა გაბრიელის წმინდა სხეულის გაპატიოსნება და განბანვა მოხდა. საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა
3 ივლისს ღირსი მამა გაბრიელის წმინდა სხეულის  გაპატიოსნება და განბანვა მოხდა. საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა
ღირსმა მამა გაბრიელმა, აღმსარებელმა და სალოსმა სიცოცხლეშივე უთხრა თავის სულიერ შვილებს, მათ, ვისთვისაც ძვირფასი იყო  წმინდა ბერის სიტყვა: ჩემს საფლავზე ნახევარი საქართველო მოვაო... წმინდა მამის ეს ნათქვამი, ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ, მის მიერ თქმული, ცხადად აგვიხდა და ღირსი მამის  საფლავი ჩვენი ხალხისვის დიდ ნუგეშად იქცა...  უწმინდესისა და წმინდა სინოდის განჩინებამ ბერი გაბრიელის წმინდანად შერაცხვისა და მისი საფლვიდან აღმოყვანების შესახებ  მთელი საქართველო გაამხნევა,  ყველას სურდა მიახლებოდა ღირს მამას და მისთვის პატივი მიეგო. მომლოცველთა ნაკადი კვლავაც არ წყდება სამთავროს დედათა მონასტერში.

უწმინდესის ლოცვა-კურთხევით,  საქართველოს ისტორიაში პირველად, 3 ივლისს მოხდა სამთავროს ფერისცვალების სახელობის ტაძარში დაბრძანებული ღირსი მამა გაბრიელის წმინდა სხეულის  გაპატიოსნება,  განბანვა.

-    საქართველოში პირველი შემთხვევაა, როცა წმინდანის სამარხი იხსნება და  ხდება წმინდა ნაწილების ამობრძანება, მისი  განბანვა. მართლმადიდებლური ტრადიცია არსებობს, მაგრამ საქართველოში მამა გაბრიელის შემთხვევაში  ეს პირველად მოხდა.  განიბანა მისი წმინდა ნაწილები და მოხდება  ხელახლა შემოსვა. უახლოეს დღეებში მოხდება  ბეთანიელი მამების განბანვაც - აღნიშნა საუბრისას დავითგარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა (ონიანი).

მამა კირიონმა სინოდის წევრებთან და სხვა სამღვდელოებასთან ერთად მიიღო ამ რიტუალში  მონაწილეობა. მამა კირიონის განმარტებით, ღირსი მამის წმინდა სხეული რამდენიმე დღე  სამთავროს მონასტრის სამლოცველოში დარჩება...

- ღირსი მამა  გაბრიელი, გაპატიოსნებული, გასუფთავებული ჩავაბრძანეთ ლუსკუმაში. მოხდა  წმინდა ნაწილების სუფთა შესამოსელით შემოსვა.   ვინაიდან ძალიან დიდი იყო აქტიურობა წმინდა მამა გაბრიელთან მიახლებისა, უწმინდესმა გაითვალისწინა ხალხის  სურვილი და ამიტომ მოხდა  განბანვის მოგვიანებით შესრულება.


KARIBCHE


-მამო, რამდენმა სასულიერო პირმა მიიღო მონაწილეობა ღირსი მამა გაბრიელის განბანვაში?

- უწმინდესის ლოცვა-კურთევით  ესწრებოდნენ: მეუფე დანიელი, მეუფე იაკობი, მეუფე გერასიმე, მეუფე ანდრია, მეუფე დამიანე, მამა რევაზ სიხარულიძე,  სამთვაროს მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქეთევანი, მონაზონი პარასკევა. სამთავროს ტაძრის მღვდელმსახურები- არქიმანდრიტი ლაზარე, დეკანოზი გაბრიელი და მამა მირიანი. ვაკის სამების მოძღვარი, მამა მიქაელ წულუკიძე, არქიმანდრიტი   გიორგი (გურჩიანი), უძოს მამათა მონასტრის წინამძღვარი მამა ნათანაილი, ცხვარიჭამიის მამათა მონასტრის წინამძღვარი მამა იოანე მსხილაძე, ამავე მონასტრის მღვდელმონაზონი ანდრია, დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე, მამა დავით კონჯარია, რომელიც მსახურობს ელიავაზე მდებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. ასევე მეუფე იაკობის მორჩილი იღუმენი პავლე, დიაკვანი მამა ბესარიონ ჩუხრუკიძე.

KARIBCHE

-მამაო, იქნებ განგვიმარტოთ, რა შემთხვევაში ხდება წმინდანის განბანვა?

-წმინდანის განბანვა ეს არის მართლმადიდებლური წესი. წმინდანის სხეულის  მიწიდან ამობრძანების შემდეგ ხდება მისი გაპატიოსნება. განიბანება მიწაში მყოფი   წმინდა ნაწილები.  შემდეგ  წმინდა სხეულს სურნელოვან ზეთს აცხებენ  და შეიმოსება. მსგავსი რამ მოხდა ამჯერადაც.  მომლოცველთა დიდი ნაკადის გამო თავიდანვე ვერ მოხერხდა მისი წმინდა ნაწილების განბანვა. დღეს უკვე მდგომარეობამ მოგვცა იმის საშუალება, რომ წმინდა ნაწილები  სამი-ოთხი დღით  ხალხისგან გაგვერიდებინა და  შეგვესრულებინა მართლმადიდებლური წესი განბანვისა.  განბანვის პროცესში სახარება იკითხებოდა.  მანამდე მღვდელმთავრებმა  სამღვდელოებასთან ერთად   ტაძარში საზეიმო პარაკლისი გადაიხადეს. პარაკლისის დასრულების შემდეგ ღირსი მამა გაბრიელის წმინდა სხეული  მონასტრის სამლოცველოში შევაბრძანეთ.  წმინდა ნაწილების ამობრძანება  ზარების რეკვის ფონზე მოხდა. ეს რიტუალი დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 15 ივლისს კი ღირსი მამა გაბრიელი კვლავ სამთავროს ფერისცვალების სახელობის ტაძარში იქნება დაბრძანებული.
შეგვეწიოს წმინდა მამა გაბრიელის და ბეთანიელი მამების მადლი.

ტროპარი
ვითარცა ქრისტე მეუფემან ბუნებაჲ ღმრთაებრივი კაცობრივითა დაჰფარა და მით უჩინო ჰყო წინაშე ჩვენსა გამოუთქმელი დიდებაჲ მისი, გამსგავსებთ შენცა, რომელმან დიდებაჲ შენი სალოსობითა დაჰფარენ და ნიშითა აღმსარებლობისათა სულთა მწყემს ექმენ, მამაო ღირსო გაბრიელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი
მიუწვდომელ არს მოწყალებაჲ მისი, რომლისა მადლითა ქმნულებაჲ განღმრთობილ ვიხილეთ, რომელმან შემოქმედისა ხატებაჲ განიმტკიცა, აღიყვანა რა მსგავსებად ღმრთისა ბუნებაჲ თვისი, ამისთვის გადიდებთ მამაო გაბრიელ ქებისა ღირსო, რომელი ქვეყანასა იყავ საყვირად სიმართლისა, მტრედად სიწმიდისა და მცხოვრები საკვირველითა სიმდაბლითა აჟღერებდი ჩანგსა სიბრძნისასა და ორღანსა სიყვარულისასა, ხოლო აწ ცათა შინა ხარ მეოხი ჩვენისა ცხოვრებისა და შუამდგომელ მადლისა ღმრთისა.









ბეჭდვა
1კ1