შევეწიოთ სოფელ ახალი კუმისის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მშენებლობას!
შევეწიოთ სოფელ ახალი კუმისის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მშენებლობას!
2007 წელს კუმისის ტბის სანაპიროზე, სოფელ კუმისში შევიძინე სახლი. სოფელში იყო გაყვანილი სასმელი და ტექნიკური წყლები, იყო შუქი, დადიოდა ავტობუსი და მატარებელი. სოფელში არ იყო ეკლესია. მე და ჩემს დას, მარგარიტას (მარიამს) გაგვიჩნდა სურვილი, სოფელში აგვეშენებინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. ჩვენი სურვილი მეზობლებსაც გავუზიარეთ, ყველას ძალიან გაუხარდა და გვერდში დგომას დაგვპირდნენ. ჩემი სახლის გვერდით იყიდებოდა 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ჩემმა დამ მომცა თანხა და ეს ნაკვეთი შევიძინეიმისთვის, რომ თუ ღვთის ნება იქნებოდა, აქ ეკლესია აშენებულიყო.

შემდეგ წავედი დედა ნინო გრიგალაძესთან და ვთხოვე დახმარება. დედა ნინომ ჩემი თხოვნა გულთან ახლოს მიიტანა, რის შემდეგაც საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების ცენტრის სამეცნიერო-მეთოდურმა საბჭომ განიხილა საინიციატოვო ჯგუფის თხოვნა კუმისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკლესიის მშენებლობის თაობაზე. საბჭოს კომისიამ არქიტექტორ რეზო ჯანაშიას ხელმძღვანელობით ადგილი მოინახულა და მშენებლობისთვის ვარგისად მიიჩნია ეს ტერიტორია.

საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრმა აღნიშნულ ტერიტორიაზე ეკლესიის მშენებლობას რეკომენდაცია გაუწია. გარდაბნის რაიონის სოფელ "ახალ კუმისში" ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის პროექტი შესრულდა იმ დროისათვის მარტყოფისა და გარდაბნის ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის კურთხევით. 600 კვ.მ. მიწა გადავეცი საპატრიარქოს.


2011 წლის 28 აგვისტოს წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გიორგი ჩაჩავამ აკურთხა მიწა და აღმართა ჯვარი. მიწის კურთხევას დაესწრო თითქმის მთელი სოფელი - ერთმანეთს ულოცავდნენ ბედნიერ დღეს.

მაგრამ ამის შემდეგ დაიწყო სოფელ "ახალი კუმისის" ნგრევა: შეწყდა წყალი, გაფუჭდა გზა, აღარც ავტობუსი დადიოდა, სადახლოსკენ მიმავალი მატარებელიც გაუქმდა. გაუსაძლისი გახდა სოფელში ჩასვლა და ცხოვრება. დაცარიელდა "ახალი კუმისი", გაიქურდა და გაპარტახდა სახლები, ეზოები.

მაინც არ ვყრიდი ფარ-ხმალს. ყველა თანამდებობის პირს მივმართე, მაგრამ დახმარების ხელი არავინ გამომიწოდა.
საქმის ბოლომდე მისაყვანად დავაფუძნე ა(ა)იპ "ნაპერწკალი" და ლიბერთი ბანკში გავხსენი საბანკო ანგარიში. ვინც ჩარიცხავს თანხას, ყველას სახელი და გვარი ჩაიწერება ტაძრის დავთარში (თანხის რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა) და მოიხსენიება ლოცვებში, როგორც ტაძრის აღმშენებელი.

ლიბერთი ბანკში ა(ა)იპ "ნაპერწკალის" ანგარიშის ნომერია: GE23LB0115111440910000

ლიდა (ლილი) ჯანგველაძე 558677584


მეგობრებო, შევეწიოთ სოფელ ახალი კუმისის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მშენებლობას!

უფალმა შეგიწიროთ, სიკეთე და სიხარული არ მოგაკლოთ!

პ.ს. ფოტოები ძველია და უხარისხო, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
ბეჭდვა
1კ1