თრიალეთის ქედზე, ზღვის დონიდან 1600 მეტრზე, კლდისთავის ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერი შენდება
თრიალეთის ქედზე, ზღვის დონიდან 1600 მეტრზე, კლდისთავის ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერი შენდება
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, ქარელის რაიონში, თრიალეთის ქედზე, ზღვის დონიდან 1600 მეტრზე, კლდისთავის ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერი შენდება.

მიმდინარეობს ტაძრის და კელიების მშენებლობა. მონასტრის წინამძღვარია მღვდელმონაზონი ექვთიმე (ბერაძე), რომელსაც ჩვენი საიტისა და ჟურნალის მკითხველი კარგად იცნობს - მას შარშან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დახმარება სჭირდებოდა და მაშინაც უფლის შეწევნით, "კარიბჭის" მკითხველისა და სხვა კეთილი ადამიანების თანადგომით, ყველა პრობლემა გადაიჭრა. ახლა კი მამა ექვთიმე თავს უკეთ გრძნობს და მონასტრის მშენებლობას ხელმძღვანელობს. იგი მადლობას სწირავს თითოეულ ადამიანს, ვინც გვერდით დაუდგა განსაცდელის დღეებში და ამჯერადაც ჩვენი თანადგომის იმედი აქვს.

სამშენებლო მასალების გარდა, მონასტერს სჭირდება საყოფაცხოვრებო ნივთებიც: თბილი ტანისამოსი, ჭურჭელი, ძველი ავეჯი და სხვა - ვისაც რისი საშუალება ექნება.


GE53TB7842745064300019 თიბისი ბანკი.

მიმღები: ნათია მესხი

მამა ექვთიმეს ტელეფონის ნომერია: 597970404
უფალმა დაგლოცოთ და შეგიწიროთ!









ბეჭდვა
1კ1