"საქართველოს პრემიერ-მინისტრს - ერთხელ კიდევ შეგახსენებთ ანჩისხატის დაბრუნებისთვის სათანადო ნაბიჯების დროულად გადადგმის საჭიროებას"
"საქართველოს პრემიერ-მინისტრს - ერთხელ კიდევ შეგახსენებთ ანჩისხატის დაბრუნებისთვის სათანადო ნაბიჯების დროულად გადადგმის საჭიროებას"
როგორც საქართველოს მთავრობის კანცელარიამ (წერილი #37235) დაგვიდასტურა:
21 ოქტომბერს, საპატრიარქომ ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს, ანჩისხატის დაბრუნების თაობაზე პატრიარქის 2 აგვისტოს მიმართვა შეახსენა და ანჩისხატის ტაძრის კიოტის ტექნიკური მონაცემები გადაუგზავნა:

"მოგესალმებით პატივისცემით და შეგახსენებთ, რომ ანჩისხატის ხატის საქართველოს საპატრიარქოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებით წერილობით მოგმართეთ ამა წლის 2 აგვისტოს.

როგორც 02.08.2021 #97 წერილით გეცნობათ, ანჩისხატის ტაძარში, ანჩისხატის ხატისთვის შუშის კიოტი (სახატე ვიტრინა) დამზადდა ტემპერატურული რეჟიმით და სათანადო საჭირო პირობებით. აღნიშნული პროექტი, განხორციელდა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელ - ზაზა ნანობაშვილის და გერმანული კომპანია ,,Sehner"-ის ხელმძვანელ - იურგენ ზენერის მონაწილეობით.



სახატე ვიტრინა უნიკალურია იმ მხირვ, რომ მასში დამონტაჟებულია, როგორც აქტიური, ისე პასიური ფარდობითი ტენიანობის რეჟიმის სისტემები, ტენიანობის აღმწერი კომპიუტერული ფუნქციით, LED ნათურების განათება, ცნობილი ფირმა ,,სილატეკის" დარტყმასაწინააღმდეგო, ტყვიაგაუმტარი და ულტრაიისფერი სხივებისგან დაცული მინა, წინა მოძრავი კარით. ვიტრინა იკეტება, რამდენიმე საკეტით, აქვს სიგნალიზაციის ფუნქცია. ყველა კომპონენტი გათვალისწინებული და მორგებულია ხატისა და ტაძრის არსებულ მდგომარეობაზე. ჩვენი თანხმობით გერმანელი სპეციალისტები, კონტრაქტის პირობებში, მომავალშიც გაუწევენ მეთვალყურეობას აღნიშნულ პროექტს.





გიგზავნით კიოტის დოკუმენტაციას გერმანულ ენაზე და მოკლე შინაარს ქართულ და ინგლისურ ენებზე. გერმანული კომპნიის ხელმძღვანელობა მზად არის სპეციალურად ჩამოვიდეს საქართველოში ამ თემასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითზე პასუხის გასაცემად.
გთხოვთ, აღნიშნული მიიღოთ ცნობად.

ამასთან ერთხელ კიდევ შეგახსენებთ ხატის დაბრუნებისთვის სათანადო ნაბიჯების დროულად გადადგმის საჭიროებას."

- ნათქვამია საპატრიარქოს 21 ოქტომბრის წერილში.




ნახეთ ვიდეო
ბეჭდვა
1კ1