
წმიდისა დედისა ჩვენისა და მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოსი, ქართველთა განმანათლებელისა (IV);
ღირსთა მამათა, სინასა და რაითს სარკინოზთაგან მოწყვეტილთა: ესაიასი, საბასი, მოსესი და მოწაფისა მისისა მოსესი, იერემიასი, პავლესი, ადამისა, სერგისა, დომნესი, პროკლესი, იპატისა, ისააკისა, მაკარისა, მარკოზისა, ბენიამინისა, ევსევისა, ელიასი და სხვათა მათთანა (IV-V);
ღირსისა იოსებ რაითელი ანალიტინისა (IV);
ღირსისა თეოდულესი, ნილოს ბრძენის ძისა (V);
ღირსისა სტეფანესი, შინოლაკოს მონასტრის აღმშენებელისა (VIII);
საბა I-ისა, სერბელი პირველი მთავარეპისკოპოსისა, ქილანდარის მონასტრის ქტიტორისა (1236/1237);
მოწამე რაიკო-იოანე შუმენელი (+დაახლ. 1802); მოწამისა აგნიასი; ხსენება
ბასილი დიდის წმიდისა ოჯახისა: მშობელთა მისთა ბასილისა და
ემილიასი, ძმათა მისთა
გრიგოლ ნოსელი ეპისკოპოსისა,
პეტრე სებასტიელი ეპისკოპოსისა და ნავკრატისა, და დათა მისთა
მაკრინასი და
თეოსებიასი; ღირსისა ადამისა; წმინდა მელეტის რიაზანელისა; სქემმღვდელ-მონაზონისა ღირსისა იოანე (კევროლეტინი.1961) აღმსარებელისა;
მღვდელმოწამე პლატონისა (კულბუში); მთავარეპისკოპოს იოაკიმესი
დღის ლოცვა
წმიდისა დედისა ჩვენისა და მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოსი
ტროპარი: სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კონდაკი: მოციქული ქრისტესაგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღვთისა, განსწავლული მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა, დედისა ღვთისა საკუთარი მოწაფე ნინო, შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოთა, მეოხე მხურვალე, მცველი დაუძინებელი.