მოწამისა მამანტისი (275), მამისა მისისა თეოდოტესი და დედისა მისისა რუფინასი (III);
ღირსისა იოანე მმარხველისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (595);
მოწამეთა 3628-თა ნიკომიდიელთა (III-IV);
წმინდა მოწამენი: ამონი და აითალა თრაკიელნი;
მართალი ელეაზარი და ძე მისი ფინესი (დაახლ. 1400 წელი ქრისტეს შობამდე);
ღირსი ანტონი (+1073) და თეოდოსი - (+1074) პეჩორელნი; ხსენება ღირსი თეოდოსი ტოტემელის (+1568) წმინდა ნაწილთა აღმოყვანებისა 1796 წელს; ხსენება მღვდელმოწამისა ბარსანოფისა (ლებედევი), კირილოვსკის ეპისკოპოსისა, მას თანა: იოანე ივანოვისა, პრესვიტერისა, ღირსმოწამისა სერაფიმასი (სულიმოვა), იღუმენიასი და მოწამეთა: ანატოლი ბარაშკოვისა, ნიკოლოზ ბურლაკოვისა, მიხეილ ტრუბნიკოვისა და ფილიპე მარიშევისა (+1918), მღვდელმოწამისა ნიკოლოზისა (ბირიუკოვი), პრესვიტერისა (+1920), მღვდელმოწამისა დამასკინესი (ცედრინკი), სტაროდუბის ეპისკოპოსისა და მის თანა: ეფიმ გორიაჩევისა, იოანე მელნიჩენკოსი, იოანე სმოლიჩევისა, ვლადიმერ მორინსკისა, ვიქტორ ბასოვისა, ვასილი ზელენსკისა, თეოდოტე შატოხინისა, პეტრე ნოვოსელსკისა, სტეფანე იაროშევიჩისა, პრესვიტერთა, და ღირსმოწამისა ქსენიასი (ჩერლინა - ბრაილოვსკაია), მონაზვნისა (+1937), მღვდელმოწამისა გერმანესი (რიაშენცევი), ვიაზნიკოვსკის ეპისკოპოსისა, სტეფანე ერმოლინისა, პრესვიტერისა, და მოწამისა პავლე ელკინისა (+1937); მოწამისა დიომიდესი; მოწამისა იულიანასი; მოწამისა ევტიქისა; მოწამისა ისიხისა; მოწამისა ლეონიდესი; მოწამისა ევტიქისა; მოწამისა ფილადელფოსისა; მოწამისა პართაღაპისა.
დღის ლოცვა
მოწამე მამანტის, მამისა მისისა თეოდოტესი და დედისა მისისა რუფინასი
კონდაკი: კუერთხითა, წმიდაო, ღმრთისა მიერ შენდა მოცემულითა, ერი შენი დამწყსე ცხორება-შემოსილთა საძოვართა ზედა, ხოლო მხეცნი უხილავნი და დაუმშვიდებელნი შემუსრენ ფერხთა ქუეშე მგალობელთა შენთასა, რამეთუ ყოველნი, რომელნი ვართ ძვირთა შინა, მხურვალედ ზედამდგომელად და შემწედ მოგიგებთ შენ, მამანტი.