მოწამეთა ფლოროსის და ლავროსის
ტროპარი: ყოვლადშუენიერთა და ღმრთივგანბრძნობილთა მოწამეთა ბრწყინვალედ ვაქებდეთ ღირსად, მორწმუნენო, ფლოროს ყოვლადსანატრელსა და ლავროს ყოვლადპატიოსანსა, რომელთა გულსმოდგინედ სამებაი მტკიცედ უქადაგეს ყოველთა, ვინაიცა იღუაწეს ვიდრე სისხლთადმდე და გვირგვინითა ყოვლადბრწყინვალითა შეიმკვნეს და ევედრებიან ქრისტესა ღმერთსა ცხორებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: ვითარცა ღმრთისმსახურებისა მოწამეთა და ღუაწლისა მძლეთა ღმრთივგანბრძნობილთა, ყოველი სოფელი ყოვლადდიდებულად პატივს სცემს ფლოროსს და ლავროსს დღეს, რაითამცა მივემთხვივნეთ მადლსა და წყალობასა მეოხებითა მათითა, და ვიხსნეთ ჭირთა, და განსაცდელთაგან, და რისხვათა და მწუხარებათაგან დღესა სასჯელისასა.