მოწამეთა: ევსტრატისა, ავქსენტისა, ევგენისა, მარდარისა და ორესტისა (IV);
ქალწულმოწამისა ლუკიასი (304);
ღირსისა არსენ ლატრელისა (VIII-X);
მოწამე ანტიოქ სოლცელი (II);
წმინდა გაბრიელ (ქიქოძე) ეპისკოპოსი (+1896);
ღირსი გერმანე ალასკელი (+1837);
წმინდა იეროთეოს კალამელი (+1745);
წმინდა დოსითეოსი (ბარილე), სოჩავის და მოლდავეთის მიტროპოლიტი (+1693);
ღირსი არკადი ნოვოტორჟელი (+1074);
მღვდელმოწამე გაბრიელ I, სერბეთის პატრიარქი (+1659);
ღირსი ოდილია ხონესბურგელი (ელზასელი, +720);
ღირსი კოლუმბი ტირდაგლასელი (VI); წმინდა აუტბერტ კამარაკსელი (კამბრეელი), ეპისკოპოსი (+669); მართალი ბრეტონელი განდეგილი, ხუცესი (+669); წმინდა გერულფ (გარიოლფ) ლანგრელი, ეპისკოპოსი (+815);
ღირსი მარდარი დაყუდებული, მღვიმელი (XIII); მღვდელმოწამე ალექსანდრე იუზეფოვიჩი (+1920); მოწამე იოანე მენკოვი (+1920); მღვდელმოწამენი: ვლადიმერ ლოზინი-ლოზინსკი; ალექსანდრე პოსპელოვი, იაკობ გუსევი, ალექსი როჟდესტვენსკი; გრიგოლი ფადეევი (+1937); ნიკოლოზ ამასიელი (+1938); ემილიანე კირევი; ვასილი პოკროვსკი (+1941)
დღის ლოცვა
მოწამეთა ევსტრატისა, ავქსენტისა, ევგენისა, მარდარისა და ორესტის
კონდაკი: მნათობად ბრწყინვალედ გამოუჩნდი ბნელსა უმეცრებისასა მსხდომარეთა, ღუაწლითშემოსილო, სარწმუნოებაი, ვითარცა ჯაჭვი შეიმოსე, მწვალებელთა სივერაგენი განბასრენ, ევსტრატი, იპოვე რიტორთა უენამჭევრეს.
სხვა კონდაკი: რიტორებდ წინაშე უსჯულოთა ღმრთაებისათვისა, გვემანი დაითმინენ ახოვანებითა გონებისათა და განბრწყინდი უმეტესადღა ღმრთივაღსრულებულთა მიერ სასწაულთა, დაავსე სიმაღლედ აღსრული ალი საცთურისა; ამისთვის პატივს გცემთ შენ, სანატრელო ქრისტეს მოწამეო ევსტრატი.