ხსენება ყოველთა წმიდათა საქართველოში წამებულთა და ღირსთა მამათა და დედათა;
ღირსისა დანიელ მესვეტისა (489-490);
მოწამისა მირაქსისა (VII);
მოწამეთა აკეფსესი და აითალასი;
ღირსისა ლუკა მესვეტისა (დაახლ. 970-980);
ღირსი ნიკონ მღვიმელი, პირხმელი (XII);
ღირსი კუკშა ოდესელი (+1964);
წმინდა მღვდელმოწამე ბარსაბა და მასთან ერთად ვნებული ათი მოწამე (+342);
ღირსი ლეონტი აქაიელი (+1452);
წმინდა ნიკიფორე II ფოკა (+969); ღირსი პეტრე მოღვაწე და აკეფსიმე სპარსი; წმინდა მოწამენი ტერენტი, ვიკენტი, ემილიანე და ბებეა; ღირსნი ბიხიანე და ნომონი კვიპრელები; წმინდა მღვდელმოწამე თეოფანე (ილმენსკი), სოლიკამის ეპისკოპოსი (+1918); პერმელი მღვდელმოწამენი, ორნი, სახელები უცნობია (+1918). პერმელი მოწამენი, ხუთნი რიცხვით, მათი სახელები უცნობია (+1918); მღვდელმოწამე ნიკოლოზ ვინოგრადოვი, მღვდელი (+1937); მღვდელმოწამე იოანე ბოგოიავლინსკი, მღვდელი (+1942).
დღის ლოცვა
ღირსი დანიელ მესვეტის
ტროპარი: სუეტ მოთმინებისა ქმნილი, ებაძვე პირველმამათა, ღირსო, იოსებს - ვნებათა შინა, და იოსებს - განსაცდელსა და უხორცოთა მოქალაქობასა, მყოფი ხორცთა შინა, მამაო წმიდაო დანიელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: ვითარცა რა ვარსკულავი დიდად მნათობი, აღხედ შენ, ნეტარო, სუეტსა ზედა და სოფელი განანათლე საქმეთა შენთა ღირსებითა, და ბნელი საცთურისა განსდევნე, მამაო, ვინაიცა გევედრებით შენ: ვითარმედ გამოაბრწყინვე აწცა გულთა შინა მონათა შენთასა ნათელი დიდი დაუვალი გულისხმის-ყოფისა.