მოწამისა მეფისა ვახტანგ III-ისა, წმიდა მეფის დემეტრე თავდადებულის ძისა (1302-1308);
მოწამეთა: მინასი, ერმოგენისა და ევგრაფისა (დაახლ. 313);
მოწამისა გემელი პაფლაგონიელისა (დაახლ. 361);
ღირსისა თომასი (X);
ნეტართა: იოანესი (1503) და მშობელთა მისთა: სტეფანესი (1446) და ანგელინასი, სერბეთის მთავართა;
იოასაფისა, ბელგოროდელი ეპისკოპოსისა (1754);
წმინდა ათანასე, მეთონის ეპისკოპოსი (+880); მღვდელმოწამისა თეოტეკნისა; წმოწამისა მარიან კესარიელისა; მოწამისა ევგენისა; რუსეთის ეკლესიის ახალმოწამეთა: მღვდელმოწამეთა: იაკობ შესტაკოვისა და ალექსანდრე შკლიაევისა, პრესვიტერთა, მღვდელმოწამისა ევგრაფ პლეტნევისა, პრესვიტერისა და ვაჟისა მისისა, მოწამისა მიქაელისა (+1918), მღვდელმოწამისა ანატოლი პრავდოლიუბოვისა, ალექსანდრე ტუბეროვსკისა, ევგენი ხარკოვისა, კონსტანტინე ბაჟანოვისა, ნიკოლოზ კესარევისა, პრესვიტერთა, და მათ თანა: მოწამეთა: პეტრე გრიშინისა, ევსები ტრიახოვისა, მიქაელ იაკუნკინისა, დოროთე კლიმაშევისა, ლავრენტი კოგტევისა, გრიგოლ ბერდენევისა, მოწამეთა: ალექსანდრა უსტიუხინასი და ტატიანა ეგოროვასი, მღვდელმოწამეთა: მიქაელ კობზევისა, პრესვიტერისა, ღირსმოწამისა სერგი სოროკინისა, მღვდელმონაზვნისა (+1937), მოწამისა ევდოკია მარტიშკინასი (+1937 წლის შემდგომ), მღვდელმოწამეთა: ნიკოლოზ როზოვისა და ალექსი ვვედენსკისა, პრესვიტერთა (+1938 წელი), წმინდანთა: ანა ივაშკინასი და ტატიანა ბიაკირევასი, აღმსარებელთა (+1948), წმინდისა თეკლე მაკუშევასი, აღმსარებლისა (+1954), ღირსისა ანა სტოლიაროვასი, აღმსარებლისა, სქემმონაზვნისა (+1958)
დღის ლოცვა
მოწამეთა მინასი, ერმოგენისა და ევგრაფის
ტროპარი: მარხვითა ვნებანი სახედ ცეცხლისა აღსრულნი მოაკუდინენით, მოწამენო ქრისტესნო, და მოიღეთ მადლი სენთა და უძლურებათა განდევნისა, ხოლო ცხორებასა შინა და შემდგომად აღსრულებისაცა სასწაულთმოქმედად გამოსჩნდით, ეჰა, საკვირველი ყოვლადდიდებული, რამეთუ ძუალნი შიშველნი აღმოაცენებენ კურნებასა, დიდებაი მხოლოსა დამბადებელსა ღმერთსა.
კონდაკი: მინას საკვირველსა, ერმოგენის საღმრთოსა და ევგრაფის ყოვლადდიდებულსა ზოგად საღმრთოთა გალობითა ყოველნი პატივს ვსცემდეთ და პატივისმცემელთა უფლისათა და ვნებათა მისთვის თავსმდებელთა და გუნდსა თანა უხორცოთასა ცათა შინა მიწთომილთა და სასწაულთმოქმედთა.
სხვა კონდაკი: სიტყვითა მით შენითა ხმატკბილადმეტყუელთა, ერმოგენი, აღმოიყვანენ კაცნი სიღრმით უმეცრებისათ და დაადგინენ კლდესა ზედა ცხორებისა, და შენცა, ევგრაფი, ამხილე რა მეფესა მოხარულსა წარგეკვეთა თავი, აწ უკუე ევედრენით წადიერად ღმერთსა მინას თანა ცხორებად ჩუენ ყოველთა, რომელნი სურვილით პატივს გცემთ თქუენ.