დიდმოწამე იაკობ სტარსელის
ტროპარი: ტანჯვათა მათ უცხოთა და საკვირველთა მხნედ მოთმინებითა ყოველნი განაცვიფრენ, მრავალმოღუაწეო, და თითოეულთა ასოთა და ნაწევართა მოკვეთითა სამადლობელნი ვედრებანი უსაკვირველესად აღმოსთქუენ უფლისა მიმართ, ვინაიცა ღუაწლთა შინა შენთა გვირგვინი მოიღე და აღხედ ზეცათა შინა წინაშე საყდართა ქრისტეს ღმრთისათა, იაკობ, მას ევედრე ცხორებად სულთა ჩუენთა.
კონდაკი: ერჩდი კეთილსა მეუღლესა, მტკიცეო, სულითა და საშინელისა სამსჯავროსა მოშიშმან სპარსთა ბრძანებაი და შიში განერწყვე, იაკობ, და გამოსჩნდი მოწამედ საკვირველად, ვითარცა ვაზი, ხორცითა დაჭრილი.