დღის ლოცვა
წმიდა იოანე ოქროპირის, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსის
ტროპარი: ხმატკბილად მხმობარეო ორღანოო, ოქროისა ნესტვო, მდინარეო საღმრთოთა სწავლათაო, მვედრებელთა შენთა გვითხოვე ცოდვათა მოტევებაი, იოანე ოქროპირო, მეოხ გვეყავ წინაშე სამებისა.
ტროპარი: პირისა შენისა მადლი, ვითარცა ოქრო, გამობრწყინდა, და სოფელი განანათლა უპოვარებისა, საუნჯენი სოფელსა შინა განამრავლნა, და სიმაღლე სიმდაბლისა გვიჩვენა ჩვენ: არამედ ვითარცა იგი სიტყვითა შენითა განმსწავლენ ჩვენ, ეგრეთვე სიტყვასა ქრისტე ღმერთსა ევედრე, მამაო ოქროპირო, შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: ზეცით მოიღე საღმრთო მადლი, და ბაგითა შენითა ყოველთა ასწავე თაყვანის-ცემაი სამებისა მხოლოისა ღვთისა, იოანე ოქროპირო, ყოვლადსანატრელო, ღირსო, ღირსად გაქებთ შენ, რამეთუ ხარ მოძღვარი, ვითარცა საღმრთო გამოჩინებული.